როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი წინანდალში გამართულ დახურულ მიღებაზე?
17-12-2018
როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი წინანდალში გამართულ დახურულ მიღებაზე?
16 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თა. ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად აირ­ჩი­ეს ქალი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც ფიცი ერეკ­ლე მე­ფის სა­სახ­ლე­ში დადო.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში წარ­სდგა. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლმა დი­ზა­ი­ნე­რმა ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ იზ­რუ­ნა.

ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რებ­მა თე­ლა­ვის თე­ატ­რში, სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს, ამის შემ­დეგ კი წი­ნან­დალ­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თა.

რა ხდე­ბო­
და ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე - დე­ტა­ლე­ბს Ambebi.ge-ს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რმა თაკო ჩხე­ი­ძემ მო­უყვნენ:

თაკო ჩხე­ი­ძე:

- სა­ლო­მეს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი და ვუ­ლო­ცავ პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ას, რო­გო­რიც თა­ვად არის, ისე­თი­ვე ინა­უ­გუ­რა­ცია ჰქონ­და, ლა­მა­ზი და დახ­ვე­წი­ლი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა თამ­რი­კო და ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლებს, ასე­თი ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის. სა­ლო­მე ბრწყი­ნავ­და,
ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დო­ნე­ზე იყო, ვი­დე­ქი ჩემ­თვის და ვფიქ­რობ­დი, რო­გო­რი სიმ­ბო­ლუ­რი იყო მისი წი­ნაპ­რე­ბის­თვის, რომ მათი შთა­მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ცი­ვი­ლუ­რი იყო ასე­ვე, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და მისი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა. ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ გა­და­ა­ბა­რა მას პრე­ზი­დენ­ტო­ბა, მი­უ­ლო­ცა და ამით მე­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა სწორ გზას და­ად­გა.

- რა დე­ტა­ლებ­ში ჩა­ე­რია ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მზა­დე­ბი­სას?

- მე რო­გორც ვიცი, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს სურ­ვი­ლი იყო სი­სა­და­ვე, ად­გი­ლიც თა­ვად შე­არ­ჩია. აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა დე­ტალ­ში, სი­ტყვაც თა­ვად და­წე­რა. გარ­და იმი­სა რაც თქვა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ კულ­ტუ­რა­ზე ხაზ­გას­მით ისა­უბ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არც ნავ­თო­ბი გავ­ქვს, არც გაზი, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც გაგ­ვაჩ­ნია, ეს არის კულ­ტუ­რა. თუ ხელი შე­ე­წყო­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ქვე­ყა­ნას დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს. ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რებ­მა წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი ვახ­შა­მი შედ­გა მოწ­ვე­უ­ლი, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის. ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი სა­ღა­მო იყო, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და პატ­რი­არ­ქი, მან სა­ლო­მე და­ლო­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩაც­მუ­ლო­ბას, ელე­გან­ტუ­რად და დახ­ვე­წი­ლად გა­მო­იყ­რუ­ე­ბო­და, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მწვა­ნე კაბა ეცვა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"- ველისციხური ვნებანი და შოუბიზნესური პლეადა ინაუგურაციის დღის ფოტოგალერეაში

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?