როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი წინანდალში გამართულ დახურულ მიღებაზე? - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი წინანდალში გამართულ დახურულ მიღებაზე?

16 დეკემბერს საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ქვეყნის ისტორიაში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი ერეკლე მეფის სასახლეში დადო.

ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დროშის ფერებში წარსდგა. მის ჩაცმულობაზე საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ იზრუნა.

ფიცის დადების შემდეგ, სტუმრებმა თელავის თეატრში, საზეიმო მიღებაზე გადაინაცვლეს, ამის შემდეგ კი წინანდალში, სადაც ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის დახურული ვახშამი გაიმართა.

რა ხდებოდა ინაუგურაციაზე და საზეიმო მიღებაზე - დეტალებს Ambebi.ge-ს სალომე გოგიაშვილმა და სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრმა თაკო ჩხეიძემ მოუყვნენ:

თაკო ჩხეიძე:

- სალომეს პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობდი და ვულოცავ პრეზიდენტად არჩევას. რაც შეეხება ინაუგურაციას, როგორიც თავად არის, ისეთივე ინაუგურაცია ჰქონდა, ლამაზი და დახვეწილი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თამრიკო და ბასა ფოცხიშვილებს, ასეთი ლამაზი სანახაობისთვის. სალომე ბრწყინავდა, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, ვიდექი ჩემთვის და ვფიქრობდი, როგორი სიმბოლური იყო მისი წინაპრებისთვის, რომ მათი შთამომავალი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ამაღელვებელი და ცივილური იყო ასევე, ბატონი გიორგი მარგველაშვილის და მისი ხელის ჩამორთმევა. ბატონმა გიორგიმ გადააბარა მას პრეზიდენტობა, მიულოცა და ამით მენიშნა, რომ ქვეყანა სწორ გზას დაადგა.

- რა დეტალებში ჩაერია ქალბატონი სალომე ინაუგურაციის მზადებისას?

- მე როგორც ვიცი, ქალბატონი სალომეს სურვილი იყო სისადავე, ადგილიც თავად შეარჩია. აქტიურად იყო ჩართული ყველა დეტალში, სიტყვაც თავად დაწერა. გარდა იმისა რაც თქვა, მნიშვნელოვანი იყო, რომ კულტურაზე ხაზგასმით ისაუბრა. სამწუხაროდ, ჩვენ არც ნავთობი გავქვს, არც გაზი, ამიტომ მნიშვნელოვანი რაც გაგვაჩნია, ეს არის კულტურა. თუ ხელი შეეწყობა ქართულ კულტურას, ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს. ფიცის დადების შემდეგ, სტუმრებმა წინანდალში გადაინაცვლეს, სადაც დახურული ვახშამი შედგა მოწვეული, ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის. ქართულ-ევროპული საღამო იყო, რომელსაც ესწრებოდა პატრიარქი, მან სალომე დალოცა. რაც შეეხება ჩაცმულობას, ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყრუებოდა, ჯაბა დიასამიძის მწვანე კაბა ეცვა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"- ველისციხური ვნებანი და შოუბიზნესური პლეადა ინაუგურაციის დღის ფოტოგალერეაში