სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ბაგრატიონები დაესწრნენ (ფოტოები) - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ბაგრატიონები დაესწრნენ (ფოტოები)

16 დეკემბერს თელავში გამართულ პრეზიდენტის ინაუგურაციას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენლები, ძმები დავით და უგო ბაგრატიონები ესწრებოდნენ.

საქართველოს სამეფო სახლის "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია დავით ბაგრატიონის შეხვედრა პრეზიდენტთან და პატრიარქთან.

"საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი დავითი ძმასთან, ბატონიშვილ უგოსთან ერთად იმყოფებოდა თელავში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე. ცერემონია გაიმართა ქართლ - კახეთის მეფის ერეკლე მეორეს სასახლეში. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი.

ოფიციალური ინაუგურაციის შემდეგ სტუმრების მცირე რაოდენობა, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სხვები, დაესწრნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის საპატივცემულოდ გამართულ სადღესასწაულო ვახშამს", - ნათქვამია საქართველოს სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.