ზოდიაქოს ნიშნები სიბერეში - კვირის პალიტრა

ზოდიაქოს ნიშნები სიბერეში

ვერძი

ვერძი

ვერძებს ურჩევნიათ არ შეიმჩნიონ საკუთარი ასაკი. ისინი აწმყოთი ცხოვრობენ, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა ელით ხვალ. მათი სულის მხნეობა ხელს უწყობს ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებას გვიან სიბერემდე. მაგალითისთვის, შესაძლოა 60 წლის ასაკში ვერძმა "ბაიკერის" ტყავის ქურთუკით არ იაროს, მაგრამ მოტოციკლეტებით გატაცებას თავს არ დაანებებს. ამასთან, ამას ისეთივე მისწრაფებითა და ენერგიით გააკეთებს, როგორც ადრე.

კურო

კურო კუროებს უყვართ ჭამა ისე, როგორც საჭიროა; ზოგჯერ უფრო მეტადაც კი. ამ მიზეზით ასაკის მატებასთან ერთად წონასაც კრეფავენ. ჯიუტი კუროები დროთა განმავლობაში უფრო მოქნილები ხდებიან, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც. მათ კარგი ამტანობა აქვთ, ამიტომ მიუხედავად სხვადასხვა ავადმყოფობებისა ისინი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობენ.

ტყუპები

ტყუპები

ტყუპები ახალგაზრდობაში მიზნებს ისახავენ და თანდათან წინ მიიწევენ, წლების მატების მიუხედავად სრულებით არ ფიქრობენ პროცესის შენელებას. იმის იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ სამსახურიდან ადრე მოვა. მოხუცებულ ასაკშიც კი ვერ ნახავთ მას დასასვენებლად ბუხრის წინ გაწოლილს. ტყუპების კარიერული წინსვლა საპენსიო ასაკამდე გრძელდება და თუ საშუალება იქნება, ამის შემდეგაც.

კირჩხიბი

კირჩხიბი

კირჩხიბი შეიძლება ორ ტიპად დავყოთ : ისინი, ვინც ვერასოდეს გაიზრდებიან და ისინი, ვისაც მოხუცებულობაში დედა ტერეზასავით სხვებზე უყვართ ზრუნვა.

კირჩხიბებს, ისევე როგორც ლომებს, ძალიან უნდათ როდესაც ირგვლივმყოფები მათ ჭაღარას პატივს სცემდნენ. ისინი ბრწყინვალე "კლასიკური" ბებიები და ბაბუები არიან;

ისეთები, როგორიც ბავშვების უმეტესობას სურს რომ იხილოს.

ლომი

ლომი

ლომები თავიანთი ბუნებით შემწყნარებლები არიან და წლების მატებასთან ერთად ეს კიდევ უფრო მეტად გამოვლინდება. მოხუცებულობაში ისინი წყნარები და თვინიერები არიან, ამასთან, ცოტა წონაშიც იმატებენ. მათ უფრო მეტად უნდებათ საყოველთაო პატივისცემა ირგვლივმყოფებისგან, ზოგჯერ თაყვანისცემაც კი. ასევე სურთ, რომ მნიშვნელოვან მისაბაძ მაგალითად ჩათვალონ. სწორედ ამ მიზეზთა გამო, ლომები ცდილობენ მიაღწიონ თავიანთ მთავარ ცხოვრებისეულ მიზნებს. იხილეთ სრულად