მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმითა და კაბით გამოჩნდა
მიშელ ობამა გადაცემაში სერიალის "სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავთან, სარა ჯესიკა პარკერთან საკუთარ წიგნზე სასაუბროდ მივიდა. "დეილი მეილის“ ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილ პირველ ლედის "ბალენსიაგას“ 4 ათას დოლარად ღირებული ჩექმა და ყვითელი კაბა ეცვა.
კაბა "ბალენსიაგას“ 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის კოლექციიდან არის, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.
ბრჭყვიალა ჩექმამ სოციალური ქსელების ყურადღება მიიპყრო, თუმცა "ტვიტერის“ მომხმარებლების უმეტესობა ობამას ჩაცმულობას მხოლოდ დადებითად აფასებს.