თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე 15 იანვარს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აბესაძე სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატი ირმა ჭკადუა აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა. ოთო აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ის ჩაფიძის კლინიკაში მოათავსეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის საფუძველზე მიიღო.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა."ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარსადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით მომკიდა ხელი და ცხოვრება თავიდან დამაწყებინაეს არის გოგო, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში როდესაც ოჯახის ძველისძველი მანქანით ტაქსაობა მომიწია, ფულის დაზოგვის მიზნით მანქანას საკუთარი ხელით რეცხავდა და მეხმარებოდა (მე გარედან და დეიკო შიგნიდანგოგო, რომელიც 4 ადგილზე მუშაობდა, არიგებდა ფლაიერებს და აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემთვის წამლები ეყიდა მაშინ, როდესაც მუშაობა არ შემეძლო მიკრო ინსულტის გამოგოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში გამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვაგოგო, რომელმაც დამიბრუნა თვითშეფასება და ამ გოგოს დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ 2 უნივერსიტეტის პროფესორი ვარმიყვარხარ მე შენ ძალიან და არ ვიცი ოდესმე თუ გადაგიხდი ამ ყველაფრისთვის სამაგიეროს !შენ ხარ ქალის, ცოლის და მეგობრის იდეალი!", - წერს ოთარ აბესაძე "ფეისბუკში". (წყარო)