ივანიშვილის, ღარიბაშვილის და სხვათა საახალწლო ოჯახური ფოტოები - კვირის პალიტრა

ივანიშვილის, ღარიბაშვილის და სხვათა საახალწლო ოჯახური ფოტოები

ახალი 2019 წლის აღნიშვნა გრძელდება. ცნობილი ადამიანები, სოციალური ქსელებით გავრცელებულ მილოცვებს ოჯახურ ფოტოებს ურთავენ და ქვეყანას და ახლობლებს საუკეთესო სურვილებს მოუსურვებენ.

"გილოცავთ ახალ 2019 წელს!" - ამ წარწერით გამოაქვეყნა "ფეისბუკგვერდზე" საახალწლო ფოტო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელზეც მეუღლესთან ნანუკა თამაზაშვილსა და ოთხ შვილთან ერთად არის აღბეჭდილი. ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად

"ინსტაგრაზე" გამოაქვეყნა ფოტოების კოლაჟი ექსპრემიერ ბიძინა ივაიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა, რომელზეც ერთი ნაძვის ხის ფონზე ჩანან ის და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე და ბერას მშობლები - ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე.

ივანიშვილები საახალწლო ნაძვის ხესთან

საახალწლო გალა-კონცერტზე ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა თბილისის მერის კახა კალაძის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე.

კახა კალაძე ოჯახით საახალწლო გალა - კონცერტზე

ოჯახთა ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძეც, რომელიც წერს: "გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!" არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად