მარადიული "მის იტალია" - კვირის პალიტრა

მარადიული "მის იტალია"

წელს, 13 სექტემბერს, სოფი ლორენის პატრონაჟით ჩატარებულ კონკურსში - “მის იტალია" გაიმარჯვა ფრანჩესკა ტესტასეკამ, რომელიც თავად სოფიმ დააჯილდოვა.საყოველთაო აზრით, 75 წლის მარადიულმა "მის იტალიამ", რომელიც ამ კონკურსზე ბოლოს 60 წლის წინ გამოჩნდა, სილამაზით ახლაც ყველა დაჩრდილა...

სხვათა შორის, ლორენი კარგა ხანია საჯაროდ "თავისუფლად" ვერ ჩნდება - მისი დანახვისას ქვეყანა იქცევა და იტალიელთა ქალღმერთის ვიზიტებმა რესტორნებში, მაღაზიასა თუ სილამაზის სალონებში ისეთი შედეგი მოიტანა, რომ კონკურენტ დაწესებულებათა "დაჩაგრულმა" მეპატრონეებმა რამდენჯერმე სასამართლოშიც კი უჩივლეს!