"ფსიქიატრიულის პაციენტები" - კვირის პალიტრა

"ფსიქიატრიულის პაციენტები"

ჰამბურგში, კომპანია "პარაპლუშმა" "ფსიქიკურად დაავადებული" რბილი სათამაშოების გამოშვება დაიწყო. "პაციენტი" სულ ხუთია: კუ "დაბის" მძიმე დეპრესია აწუხებს, გველ "სლაის" ჰალუცინაციები ტანჯავს, ცხვარ "დოლის" პიროვნების გაორება სჭირს, "წყლის შიშითაა" შეპყრობილი ნიანგი "კროკო", სასოწარკვეთილი ბეჰემოთი "ლილო" კი თავსატეხს ვერ ხსნის. სათამაშოები ბავშვებისგან "ზრუნვას ითხოვენ", რაც პატარებს სხვისთვის დახმარების თვისებას უვითარებს. ეს იდეა ავტორს, მარტინ კიტშტეინერს შემთხვევით - მეგობრის გამასხრების მცდელობისას დაებადა...