ტარანტინო ფავორიტიზმში დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

ტარანტინო ფავორიტიზმში დაადანაშაულეს

ვენეციის 67-ე კინოფესტივალის "ოქროს ლომი" სოფი კოპოლას (ფილმისთვის "სადღაც") ერგო. ჟიურის თავმჯდომარე კვენტინ ტარანტინოს კი, რომლის ყოფილი

"რომანტიკული ურთიერთობებიც" ფრენსის ფორდ კოპოლას ქალიშვილთან ყველასთვის ცნობილია, პრიზის გადაცემისას თავის მართლებამ მოუწია:

საქმე ისაა, რომ ორი პრიზი შეხვდა ასევე ტარანტინოს ძველ მეგობარ ალექს დე ლა იგლესიასსაც ("სევდიანი ბალადა საყვირისთვის"), ხოლო ტარანტინოს მასწავლებელმა მონტე ჰელმანმა სპეციალური "ოქროს ლომი" ("გზა არსაით") მიიღო...

ამიტომაც გავლენიანმა იტალიელმა კინოკრიტიკოსმა პაოლო მარინეტიმ ტარანტინო ფავორიტიზმში დაადანაშაულა. პრიზის გადაცემისას ბედნიერ სოფისთან ჩახუტებულმა ტარანტინომ განაცხადა, რომ მსგავს ბრალდებებს "ვერ მიიღებს".