როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საბჭოთა კავშირში
როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საბჭოთა კავშირში
ახალი წელი ჯადოსნურ და საყვარელ დღესასწაულად მიიჩნეოდა და მიიჩნევა დღესაც, თუმცა ყველა დროში დღესასწაულს თავისებურად აღნიშნავდნენ. დღევანდელი გადასახედიდან წლების წინანდელი საახალწლო სამზადისი, აშკარად მოძველებული ჩანს, თავისი ძველმოდური საკარნავალო ჩაცმულობით თუ ნაძვის ხის სათამაშოებით, თუმცა ჩვენში მრავლად არიან ადამიანები, ვისაც საბჭოთა წლების ნოსტალგია აქვთ, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ამ წლებს მათი ცხოვრების საუკეთესო მომენტები უკავშირდება.

როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირში განსაკუთრებულად პოპულარული იყო საფოსტო ღია მისალოცი ბარათები, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს დღესასწაულს
ულოცავენ, დღეს სოცილაური ქსელების ეპოქაში ეს ცოტა უცნაურადაც კი შეიძლება ჩანდეს.

გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელიც გაგახსენებთ, როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საბჭთა კავშირში.


Nik
08 იანვარი 2019 09:55
დიდი მადლობა დიად საბჭოთა კავშირს, არა, ეს ლიტონი სიტყვები არაა..
მანანა
08 იანვარი 2019 01:26
მისალოცი ბარათები დიდ ბრიტანეთშI დღესაც მოდაშია.ყველა ოჯახი გამოსაჩენ ადგილას ალაგებს ბარატებს ან ლამაზ თოკზე ჩამოკიდებენ და ასე სიამოვნებით უყურებენ ახლობლების გზავნილს,
ლუკას
07 იანვარი 2019 19:45
ლუკა, თქვენ რომ ზესტაფონზე პურის რიგში იდექით, ბრეჟნევი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, ეგ პერიოდი, რომელიც შემზარავად გახსენდებათ, ჩვენ უფრო მძაფრად განვიცადეთ, რადგან ნამდვილად არ ვიყავით ჩვეულნი შიმშილს, სიცივეს, გაჭირვებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და ხოცვა-ჟლეტას...... ნოსტალგია, რომ არ იყოს, ასეთი გულმოდგინებით არ გაუშვებენ საახალწლო დღეებში ცნობილი ტელევიზიები "ბედის ირონიას".....

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები