როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საბჭოთა კავშირში - კვირის პალიტრა

როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საბჭოთა კავშირში

ახალი წელი ჯადოსნურ და საყვარელ დღესასწაულად მიიჩნეოდა და მიიჩნევა დღესაც, თუმცა ყველა დროში დღესასწაულს თავისებურად აღნიშნავდნენ. დღევანდელი გადასახედიდან წლების წინანდელი საახალწლო სამზადისი, აშკარად მოძველებული ჩანს, თავისი ძველმოდური საკარნავალო ჩაცმულობით თუ ნაძვის ხის სათამაშოებით, თუმცა ჩვენში მრავლად არიან ადამიანები, ვისაც საბჭოთა წლების ნოსტალგია აქვთ, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ამ წლებს მათი ცხოვრების საუკეთესო მომენტები უკავშირდება.

როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირში განსაკუთრებულად პოპულარული იყო საფოსტო ღია მისალოცი ბარათები, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავენ, დღეს სოცილაური ქსელების ეპოქაში ეს ცოტა უცნაურადაც კი შეიძლება ჩანდეს.

გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელიც გაგახსენებთ, როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საბჭთა კავშირში.

იხილეთ ფოტოგალერეა