გრანდ-კანფეტი
ერევნის შოკოლადის კომპანიამ "გრანდ-კანფეტის" 10 წლისთავზე უზარმაზარი შოკოლადის ფილა დაამზადა: სიგანე - 3 მ-ია, სიგრძე - 5,5, წონა - 4410 კგ.
უზარმაზარმა ნუგბარმა 2007 წლის იტალიის რეკორდი მოხსნა და გინესის წიგნშიც მოხვდა. მალე ფილას დაანაწევრებენ და მსურველებს უფასოდ დაურიგებენ. ნეტავ მეზობლებს არ მოუკითხავენ?