როგორ ხსნიან ასტრონომები ვან გოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“? - კვირის პალიტრა

როგორ ხსნიან ასტრონომები ვან გოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“?

პოსტიმპრესიონიზმის შეუდარებელი წარმომადგენელი, ფერმწერი და გრაფიკოსი ვინსენტ ვან გოგი 1853 წლის 30 მარტს ჰოლანდიაში დაიბადა. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ცნობილია, რომ ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა.

მხატვარმა 10 წლის განმავლობაში დაახლოებით, 900 ნახატი და 1,100 ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი დაგვიტოვა, რაც, უხეშად რომ თქვათ, იმას ნიშნავს, რომ ის კვირაში საშუალოდ 2 ნახატს ქმნიდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადმოცემის თანახმად, მან თავის სიცოცხლეში მხოლოდ 2 ნახატის გაყიდვა შეძლო მათ შორის მისი ცნობილი ნამუშევარი "წითელი ვენახები არლში" მისი მეგობარი მხატვრის ეჟენ ბოშის დამ, 400 ფრანკად 1890 წელს შეიძინა. მხატვარმა და მისმა შედევრებმა აღიარება მხოლოდ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა.

"ვარსკვლავებიანი ღამე"

ვან გოგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში "ვარსკვლავებიანი ღამე" , რომელიც 1987 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 53.9 მილიონ დოლარად შეიძინა, გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა. 1985 წელს ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ პლანეტარიუმის საშუალებით შეძლო აღედგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა 1889 წლის 19 ივნისს, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ ისტორიკოსმა დაადგინა, ვან გოგის განთიადის ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერა ყოფილა, რომლის დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგ, ან განთიადის წინ შეიძლება. მის მოსაზრებას ასტრონომების დიდი ნაწილიც დაეთანხმა. ნახატზე ვან გოგმა ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას ფანჯრიდან დანახული ხედი ასახა, რომელზეც ის საკუთარ ძმას წერილში წერს : "ამ დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან დიდად მოჩანდა".

  • თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის, ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
  • „კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
  • პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი, რომლის 3 ტილო: "ვარსკვლავებიანი ღამე", "მზესუმზირები", "კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე" 21 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან "ერთად იქნება ხელმისაწვდომი.
  • ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.