"საკანონმდებლო" კრივი - კვირის პალიტრა

"საკანონმდებლო" კრივი

13 სექტემბერს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სენატის წინ, ტაილანდურ კრივში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სენატორები - 59 წლის ფაიაპ ტონგჩუენი და 64

წლის დურეკ ტუნგფანგი. მართალია, საჩვენებელი ორთაბრძოლა "ეროვნულ საბრძოლო ხელოვნებათა" დაცვა-შენარჩუნებას ეძღვნებოდა, მაგრამ მაყურებელთა საერთო აზრით, სენატორებმა ერთმანეთზე დაგროვებული ჯავრიც "კარგად ამოიყარეს"... კარგი იქნება, თუ ჩვენი დეპუტატებიც "მსგავსი მიზნით" ქართულ ჭიდაობასა და ხრიდოლში შეერკინებიან ერთმანეთს.