გზა სიღარიბიდან სიმდიდრისკენ - ბიძინა ივანიშვილის ნაკლებად ცნობილი ფოტოები - კვირის პალიტრა

გზა სიღარიბიდან სიმდიდრისკენ - ბიძინა ივანიშვილის ნაკლებად ცნობილი ფოტოები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა საქართველოში ღარიბ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ბიზნესში უდიდესს წარმატებას მიაღწია, რის შედეგადაც მისი ქონება ამ დროის მონაცემებით 5.02 მილიარდი დოლარად არის შეფასებული. ის წლების განმავლობაში ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, და საზოგადოებისთვის მხოლოდ ერთი ფოტოთი იყო ცნობილი, თუმცა ქართველმა საზოგადოებამ საკმაოდ ბევრი იცოდა მისი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. 2011 წელს როდესაც მან პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა, მისი ინკოგნიტოდ დარჩენა აღარ გამოვიდა, შესაბამისად, გავრცელდა უამრავი ფოტო, როგორც მისი წარსულიდან, ისე აწმყოდან. გთავაზობთ, ექსპრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბევრისათვის უცნობ ფოტოებს, რომლებიც გარკვეულწილად მის გზასაც ასახავს სიღარიბიდან სიმდიდრემდე. იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ეკა გაურიგეს, კარგი ქალია" - რას ამბობდნენ ბიძინა ივანიშვილის მშობლები 15 წლის წინ