მენახირე, პიედესტალი და ორსახოვანი იმპერატორი - კვირის პალიტრა

მენახირე, პიედესტალი და ორსახოვანი იმპერატორი

ვესპასიანე არ ერიდებოდა მდაბიოებთან ურთიერთობას, ხშირად ისმენდა მათ აზრს და თუკი ქვეყნისთვის სასიკეთოს აღმოაჩენდა, აუცილებლად გაითვალისწინებდა.

ერთმა მენახირემ  გადაწყვიტა, ვესპასიანეს ეს ჩვევა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

ერთხელ იმპერატორს გზა საგანგებოდ გადაუღობა, ვითომ სახედარს ნალს უსწორებდა. ვესპასიანე იძულებული შეიქნა, შეჩერებულიყო. ამ დროს მათხოვარი მიადგა და მოწყალება სთხოვა. მიხვდა ვესპასიანე, რომ ყველაფერი მოწყობილი იყო და მათხოვარს ფული მისცა, ვითომ საქმით გართულ მენახირეს კი უთხრა, რაც ნალის შესწორებით სარგებელი ნახე, მე უნდა მომცეო. ჯერ იუარა მენახირემ, მერე კი სულ მისხალ-მისხალ ჩაუთვალა ის ფული, რომელიც მათხოვრისაგან უნდა მიეღო.

რომის საზოგადოებაში ფეხმოკიდებული მლიქვნელობის ამოძირკვა არ იყო ადვილი. ერთხელ რომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიადგნენ ვესპასიანეს, დიდებული იმპერატორი ხარ, შენი ღვაწლი უნდა დავაფასოთ და ძეგლი დაგიდგათო. ვესპასიანემ არც აცივა, არც აცხელა, გაშლილი ხელი გაუწოდა და უთხრა, ეგ ძეგლი ამ პიედესტალს მოუხდებაო. ამით მიანიშნა რომაელებს, ის ფული მე მომეცითო.

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ვესპასიანე ბოლომდე ვერ გაემიჯნა უზნეობას, ვერ ასცდა მექრთამეობას. წყაროებში შემორჩენილია მასალები, რომელიც მიანიშნებს, თუ როგორ ყიდდა თანამდებობებს...