როგორ მოხვდა და ვინჩის იდუმალი "მონა ლიზა" მთვარეზე - კვირის პალიტრა

როგორ მოხვდა და ვინჩის იდუმალი "მონა ლიზა" მთვარეზე

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზამ" 2013 წელს მთავრეზე "იმოგზაურა". ხელოვნების ასობით ნიმუშიდან NASA-მ მთვარეზე ლაზერული სხივით მოსაქსოვად სწორედ "მონა ლიზა" გამოარჩია. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც, თავად NASA -ს თუ ვერწმუნებით, შესაძლოა, სულ მალე საყოველდღეოდ იქცეს, იდუმალად მოღიმარი ქალბატონი მთვარეზე "აღმოჩნდა".

უფრო პროზაულად თუ ვიტყვით, სურათი ლაზერის საშუალებით მთვარის ზედაპირზე გამოსახეს. ეს იყო პირველი შემთხვევაა, როდესაც ლაზერის მეშვეობით ციური სხეულების კონტაქტი შედგა. არ დაგავიწყდეთ, დედამიწასა და მის სატელიტს შორის დისტანცია 386 ათასი კმ-ია.

ჯოკონდა - სიკვდილ-სიცოცხლის კონტრასტი

"მონა ლიზა" ("ჯოკონდა") მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატია. იგი ლუვრის მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს. "მონა ლიზას" წლების განმავლობაში ჩაჰკირკიტებდნენ ხელოვნებათმცოდნენი და ფერწერის ექსპერტები, რათა გაერკვიათ საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მალავს. დღემდე არსებობს რამდენიმე სადავო და ხშირად აბსურდული მოსაზრება პორტრეტის მოდელის ვინაობაზე: ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი; კატარინა სფორცა; იზაბელა დ,ესტე; ვინმე იდეალური ქალი; ყმაწვილი ქალის სამოსში, ავტოპორტრეტი... მაგრამ ეს არაა ჯოკონდას მთავარი საიდუმლო!

ნახატის კომპოზიციიდან ჩანს, რომ ლეონარდო არ ცდილობდა, შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი.""მონა ლიზა" იყო ხორცშესხმა მხატვრის იდეებისა, რომლებზეც ის "ტრაქტატში მხატვრობის შესახებ" წერდა. ჯოკონდას გამომეტყველების საიდუმლო სინათლის ოსტატურად განაწილებაშია. ამიტომაც არის, რომ ქალი მნახველს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა გამომეტყველებით წარუდგება ხოლმე, ის თითქოს ცოცხალია... მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია.

თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, ჩვენ წინაშე უკვე არაა მოღიმარი ქალი, არამედ... სიკვდილის დამცინავი გამოსახულება! ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ არ აღიქმება რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია და ამაშია სწორედ ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო ის არის, როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში ასე ნათლად გამოეხატა თავის ქალა, სიკვდილი.

  • თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის, ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახ-ლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭ-დება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
  • "კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
  • პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი, რომლის 3 ტილო: ვარსკვლავებიანი ღამე, მზესუმზირები, კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე 21 იანვრიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად იქნება ხელმისაწვდომი.
  • ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს
  • http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.