"ჩემი რუსული არც ისე კარგია, ამიტომ ინგლისურად ვილაპარაკებ" - ანუკი არეშიძის რა ვიდეოს აქვეყნებს რუსული "ვოგი"? - კვირის პალიტრა

"ჩემი რუსული არც ისე კარგია, ამიტომ ინგლისურად ვილაპარაკებ" - ანუკი არეშიძის რა ვიდეოს აქვეყნებს რუსული "ვოგი"?

საღეჭი რეზინი, ლეიკოპლასტირი, კოსმეტიკა - რუსულენოვანი Vogue დაინტერესდა, რა დევს ანუკი არეშიძის ჩანთაში, ვიდეო გამოცემის Youtube არხზე გუშინ განთავსდა.

"ჩემი რუსული არც ისე კარგია, ამიტომ ინგლისურად ვილაპარაკებ" - ამბობს ვიდეოს დასაწყისში დიზაინერი.

თბილისის მერის ცოლის ჩანთაში ყოველდღიურად დევს ორი მობილური ტელეფონი, რომელთაგან ერთს სამსახურისთვის, მეორეს კი - ოჯახთან ურთიერთობისთვის იყენებს. მისთვის განუყრელი ნივთებია, ასევე, ფოტოკამერა და ბრენდის Celine მზის სათვალე.

ვიდეოში დიზაინერი ამბობს, რომ ხშირად ავიწყდება დაგეგმილი ღონისძიებების თუ შეხვედრების შესახებ და ამიტომ, მუდმივად აქვს თან ბლოკნოტი, სადაც ყველაფერს ინიშნავს.

ცხადია, ანუკის ჩანთაში ყოველთვის დევს სარკე, რომელიც, მისი თქმით, „პრინცესას სარკეს“ ჰგავს და კოსმეტიკური საშუალებები - სახისა და ხელის კრემები, MAC-ის წითელი ტუჩსაცხი, შანელის თვალის ტუში, ასევე - კოლაგენის აბები და თვალის წვეთები, გადაღლილობის მოსახსნელად. გაგრძელება

იხილეთ ვიდეო