#10YearChallenge - როგორ შეიცვალნენ ცნობილი ქართველები ბოლო 10 წლის განმავლობაში - კვირის პალიტრა

#10YearChallenge - როგორ შეიცვალნენ ცნობილი ქართველები ბოლო 10 წლის განმავლობაში

ფოტოგალერეა

ბოლო პერიოდში "ფეისბუკში", "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე" ვირუსულად გავრცელებულმა "გამოწვევამ" #10YearChallenge-მა მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. Challenge-ში ჩართული ადამიანები აქვეყნებდნენ 10 წლის წინ და ახლახანს გადაღებულ ფოტოებს. Challenge-ში ჩაერთო ცნობილი მომღერლები და მსახიობები. უცხოური მედია კი ავრცელებდა ისეთ ფოტოებს, სადაც ასახულია, როგორ დაბინძურდა ბუნება 10 წლის განმავლობაში.

სოციალური მედიის დამკვირვებლები ამბობენ, რომ "ფეისბუკზე" ვირუსულად გავრცელებული ფლეშმობი კიდევ უფრო უნდა გვაფიქრებდეს იმაზე, რომ ჩვენი პირადი გვერდი დახურული გვქოდეს, რადგან Challenge-ში ჩართული საზოგადოება მათ ფოტოებს ჰეშთეგთან ერთად ყველასთვის მისაწვდომს ხდიდა.

როგორც ახალი ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელის შემსწავლელ სააგენტოებში ამბობენ, #10YearChallenge არის ადამიანთა პირადი ინფორმაციის ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა, რომელიც ალგორითმს აწვდის, როგორც 10 წლის წინანდელ ვიზუალურ მასალას, ასევე ფოტოებზე დართულ ინფორმაციას, ლოკაციისა თუ სხვადასხვა საქმიანობის შესახებ.

გთავაზობთ ფოტოგალერეას, როგორ შეიცვალნენ ცნობილი ქართველები ბოლო 10 წლის განმავლობაში

იხილეთ ფოტოგალერეა