"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის არა­ვინ მი­ნა­ხავსო" - როგორ მოხიბლა მაკა ასათიანმა "ბარსელონას" მფლობელი
"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის არა­ვინ მი­ნა­ხავსო" - როგორ მოხიბლა მაკა ასათიანმა "ბარსელონას" მფლობელი
მაკა ასა­თი­ანს ბევ­რი ქარ­თვე­ლი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად მი­იჩ­ნევს, უამ­რავ გა­მო­კი­თხვა­ში მას წლე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად ასა­ხე­ლე­ბენ. დი­ზა­ი­ნე­რი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი ამ­ჟა­მად შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად და სამ­შობ­ლოს იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ბაია გა­და­ბა­ძე, რო­მე­ლიც მაკა ასა­თი­ა­ნის ახლო მე­გო­ბა­რია, მის შე­სა­ხებ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით სა­უბ­რობს და იხ­სე­ნებს პე­რი­ოდს, როცა ულა­მა­ზეს მა­კას­თან ერ­თად კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალს სტუმ­რობ­და. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჟურ­ნა­ლი­დან "თბი­ლი­სე­ლე­ბი":
ვაჟიშვილთან ერთად
"მა­კას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ­დი და ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და.
რო­დე­საც "მა­ესტრო­დან" მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ამის მერე უფრო დავ­მე­გობ­რდით. ახ­ლაც ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ, არა "მა­ესტროს" გამო, ვმე­გობ­რობ მის ქმარ­თან, დე­დას­თან და ასე­ვე არი­ან თვი­თონ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­თან. კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვით მე და მაკა საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით სხვა­დას­ხვა კი­ნო­ფილ­მის სა­ყიდ­ლად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კან­ში უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი ჩა­დის და სი­ლა­მა­ზე არ უკ­ვირთ.
მაგ­რამ ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დით, ეს იყო სა­ოც­რე­ბა. უცხო ხალ­ხი აჩე­რებ­და მა­კას, კომ­პლი­მენ­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და სუ­რა­თებს იღებ­დნენ მას­თან ერ­თად და უკვე ისე გავ­რცელ­და, ტაქ­სი­ში რომ ჩავ­ჯე­ქით, ტაქ­სის მძღოლ­მა ჰკი­თხა, თქვენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბე­ნო?

სა­ღა­მოს წა­ვე­დით სა­ვახ­შმოდ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და ვხე­დავ, წინა მა­გი­დას­თან სხე­დან მა­მა­კა­ცე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მი­დის, ფო­ტოს იღებს მათ­თან. მივ­ხვდი, რომ სე­ლებ­რი­თე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, ვინ იყ­ვნენ. აღ­ნა­გო­ბის მი­ხედ­ვით და­ვუშ­ვი, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ. ვართ მე, მაკა, მა­კას მე­უღ­ლე - კოტე და ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი. უცებ მო­დის რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც მა­კას იც­ნობ­და და რა­ღა­ცას ეუბ­ნე­ბა ფრან­გუ­ლად. მაკა ცოტა გაშ­რა. ვე­კი­თხე­ბით, რა მოხ­დაო და იმ სუფ­რა­ზე რომ კა­ცია, იმას უნდა მოს­ვლა და კომ­პლი­მენ­ტის თქმა ქალ­ბა­ტო­ნის­თვის, თუ სუფ­რას­თან მსხდო­მი მა­მა­კა­ცე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან წი­ნა­აღ­მდე­გიო. ყვე­ლამ კო­ტეს შევ­ხე­დეთ.

კო­ტე­მაც - არ ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ კომ­პლი­მენ­ტის თქმა უნდა, მე რა მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოო, ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, რომ მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის არა­ვინ მი­ნა­ხავს და მინ­და, ჩემი დიდი მო­წო­ნე­ბა გა­მოვ­ხა­ტოო - და­იღ­ვა­რა კომ­პლი­მენ­ტე­ბად, ლა­მის და­ი­ჩო­ქა და ჩვენც ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ... გაგრძელება

ნანა
07 თებერვალი 2019 11:34
ყველა დროისი ულამაზესი ქალბატონი
ცირა
29 იანვარი 2019 18:59
მაკა ულამაზესია რაღაც სულ სხვანაირი არავის არ გავს ძალიან დახვეწილი გემოვნებიანი ...მაგარი ქულ ქალია ...მეამაყება რომ ქართველია ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები