უტეხი სული - კვირის პალიტრა

უტეხი სული

ფილიპ კრუაზონს 16 წლის წინ დენის დარტყმით მიღებული დამწვრობის გამო ოთხივე კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. ერთხელ ტელერეპორტაჟში ნახა, როგორ

გადაცურეს მოცურავეებმა 32 კმ სიგანის ლა მანშის სრუტე. უტეხი სულის მქონე ფრანგმა მტკიცედ გადაწყვიტა, მათ არ ჩამორჩენოდა - ამისთვის ის 2 წელი კვირაში 35 საათს ვარჯიშობდა სპეციალურად დამზადებული პროთეზებით. ახლა კი ფილიპი გახდა მსოფლიოში პირველი უხელფეხო ადამიანი, ვინც ლა მანშის გადაცურვა მოახერხა.