რას არ მოიგონებენ... - კვირის პალიტრა

რას არ მოიგონებენ...

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის დიზაინერმა და მეცნიერმა, დოქტორმა მანელ ტორესმა შესაძლოა სხვა დიზაინერები "უმუშევრად დატოვოს" - 10 წლის შრომის

შედეგად მან წარმატებით გამოცადა ტილოს თხევადი ნარევი, რომელიც სხეულზე აეროზოლივით დასხურების შემდეგ მყარდება, ქსოვილის სახეს იღებს და იდეალურად მორგებულ სამოსად იქცევა!

ტილოს ბოჭკოებისა და პოლიმერების ამ ნარევს ტორესმა "ფაბრიკენი" უწოდა. მისი დასხურება კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს, ხოლო მაისურისა თუ შარვლის სისქის შერჩევა მსურველს ნარევის რაოდენობით შეუძლია. რაც მთავარია, "ფაბრიკენის" ქსოვილი რეცხვისა და ექსპლუატაციისას არც სტრუქტურას იცვლის და არც წინასწარ შერჩეულ ფერს.