პერის ჰილტონი ციხეს გადაურჩა
ადვოკატ დევიდ როჯერის წყალობით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი და სკანდალური ვარსკვლავი პერის ჰილტონი 8 გ კოკაინის შენახვის გამო ციხეში
მოხვედრას გადაურჩა.
ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნით, პერისმა დანაშაული (რომელსაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდა) აღიარა და მხოლოდ 1 წლის პირობით სასჯელსა და 200-საათიან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას "გამორჩა"... ისე, არც ეს სასჯელი გამოდგა "სასიამოვნო" - ახლახან პერისი ტოკიოში თავისი თვითმფრინავით ჩაფრინდა, სადაც თავისი და, ნიკი ელოდებოდა ახალი კოლექციის ერთობლივად წარსადგენად. წარდგენა კი ჩაიშალა პირობითი სასჯელის გამო, იაპონიის კანონების თანახმად, სუპერვარსკვლავი ტოკიოში არ შეუშვეს.