"არასტანდარტული რბოლა" - კვირის პალიტრა

"არასტანდარტული რბოლა"

ესპანეთის ქალაქ ვიგოს ქუჩებში არასტანდარტული ავტომობილების "გიჟური რბოლა-  2010" ჩატარდა. სხვა რბოლებისგან განსხვავებით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი -

ავტომობილის, თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს, ორიგინალური კონსტრუქციაა. პირობა სულ სამად სამია: კონსტრუქციას უნდა ჰქონდეს მუხრუჭი, საჭე და არ იყოს 110 კგ-ზე მძიმე... მუხრუჭი მუხრუჭად, მაგრამ "ტრასა" სულ თივის ბლოკებით არის შემოსაზღვრული, ხოლო ხუთკაციანი ეკიპაჟიდან მძღოლი სრულწლოვანი, ანუ 18 წლის მაინც უნდა იყოს.