"გოგრა-რეგატა" - კვირის პალიტრა

"გოგრა-რეგატა"

ისევე, როგორც ბევრგან მსოფლიოში, გოგრის მოსავლის აღების პერიოდში ყოველწლიური ფესტივალები გერმანიაშიც იმართება. მაგრამ თუ სხვაგან გოგრის სიდიდეში

ეჯიბრებიან ერთმანეთს, ლუდვიგსბურგის სასახლის წინ, ტბაში, ტრადიციული "გოგრის რეგატა" იმართება. "გოგრა-ნავისთვის" სულ ცოტა, 90-კგ-იანი გოგრაა საჭირო, სანახაობის უამრავ მაყურებელს კი გოგრის მრავალნაირი კერძით უმასპინძლდებიან.