რამდენად ზუსტია და ვინჩის ანატომიური ნახატები? - კვირის პალიტრა

რამდენად ზუსტია და ვინჩის ანატომიური ნახატები?

ლეონარდო და ვინჩიმ თავისი სამეცნიერო გამოკვლევებითა და აღმოჩენებით თანამედროვეობას რამდენიმე ასწლეულით გაუსწრო. ხელოვნებისმოყვარულთა გარდა, დიდ ინტერესესს იწვევს მისი მნიშვნელოვანი ანატომიური ნახატები.

რამდენად ზუსტია ისინი?

სიცოცხლის განმავლობაში ლეონარდო და ვინჩიმ ადამიანის სხეულის ანატომიას ათასამდე ჩანახატი და ესკიზი მიუძღვნა. მას უნდოდა სცოდნოდა, როგორ არის აგებული ადამიანის სხეული და როგორ მოქმედებს ის. და ვინჩი 1519 წელს ისე გარდაიცვალა, რომ კვლევის დასრულება ვერ შეძლო. არ გამოქვეყნებულა მისი შრომებიც.

სპეციალისტ_ანატომები, ვინც მის ჩანაწერებს სწავლობს, დარწმუნებული არიან, რომ და ვინჩის შრომებმა ანატომიაში ასწლეულებით გაუსწრო თანამედროვეობას და ადამიანის სხეულის შესწავლის საქმეში დახმარება ახლაც შეუძლიათ.

ლეონარდო და ვინჩის წიგნში შესაძლებელია 1489 წელს შესრულებული ნახატების სერიის ნახვა, რომელიც თავის ქალის დეტალურ ესკიზებს წარმოადგენს.

ბრიტანეთის ქალაქ ვარვიკის კლინიკური ანატომიის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ აბრამსი ფიქრობს, რომ და ვინჩის ნამუშევრები მცირედით თუ განსხვავდება თანამედროვე მხატვრების ნახატებისგან, ვინც ადამიანის ანატომიაზე მუშაობს. მათ შორის ხერხემლის ნახატი, რომელიც, პროფესორ აბრამსის აზრით, ადამიანის სხეულის ამ ნაწილის პირველი ზუსტი ილუსტრაციაა ისტორიაში. პიტერ აბრამსი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ეს ნახატიც საკმარისი იყო, რათა ლეონარდო და ვინჩის სახელი ისტორიას შემორჩენოდა.

რთულია ყველა იმ გენიოსის ჩამოთვლა, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში, მაგრამ ლეონარდო და ვინჩი იმდენად უნიკალური და მრავალმხრივი ადამიანი იყო, იმდენ დარგში მოახერხა მან მოღვაწეობა და გასაოცარი აღმოჩენების გაკეთება, რომ უბრალოდ ძნელი წარმოსადგენიც კია, როგორ შეძლო ეს ყველაფერი  ერთმა ადამინამა... რმან რამოდენიმე საუკუნით გაუსწრო დროს, რომელშიც დაიბადა და მოღვაწეობდა...

ნახეთ ლეონარდო დავინჩის უნიკალური ანატომიური ნახატები

  • თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კო-ლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლო-ებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
  • „კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
  • პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი.
  • ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. ხალხის რჩეული ტილოები გახდა: მონა ლიზა, ქალი ყარყუმით, საიდუმლო სერობა. ტილოები ხელმისაწვდომი 18 თებერვლიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.
  • ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს
  • http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.