ბიზნესი ლეონარდო და ვინჩის ტილოებით და გაყალბებული ხელოვნების ქრონიკები
ბიზნესი ლეონარდო და ვინჩის ტილოებით და გაყალბებული ხელოვნების ქრონიკები
ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მეოთხე სართულზე გამოფენილია ჯასპერ ჯონსის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - "სამიზნე ოთხი სახით". 1955 წელს შესრულებულ ამ ტილოზე, სამიზნის ზემოთ 4 ნიკაპი და ცხვირია გამოსახული. მუზეუმში ერთი სართულით ქვემოთ ზუსტად ანალოგიურ ნახატს შეხვდებით, იგივენაირი სასროლი მიზნითა და იდენტური სხეულის ნაწილებით. არ გეგონოთ, რომ ასეთი მსგავსება გეჩვენებათ, რადგან მათ შორის განსხვავების დანახვა ამ სფეროს სპეციალისტებისა და ჯონსის ერთგული თაყვანისმცემლებისთვისაც თითქმის შეუძლებელია. ის ისეთივე ნამდვილია, როგორც პირველი ნახატი, თუმცა
შესრულებულია სხვა მხატვრის, სტურტევანტის მიერ 1926 წელს.

"კარგი მხატვრები ქმნიან, დიდებულები იპარავენ" - საინტერესოა, რას გულისხმობდა პიკასო ამ სიტყვებში. ხელოვნების ნიმუში ხომ შრომის გარეშე არ იბადება. ის ჯერ გონებაში მწიფდება და შემდეგ დიდი ძალისხმევისა და ჯაფის შედეგად გადადის ტილოზე. საქმე ისაა, რომ სტურტევანტმა შეძლო და
კოლეგების შემოქმედება საკუთარი ხელოვნების შესაქმნელად გამოიყენა, როგორც წყარო, მასალა. მოგვიანებით ის ამბობდა: "რიმეიკი, განმეორებითი გამოყენება, ხელახალი დაბადება, რეკომბინაცია - ესაა წინსვლის გზა".

იყო პერიოდი, როცა გამყალბებლობა კრიმინალად, პლაგიატად და თაღლითობად ითვლებოდა და მისაკუთრებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი, თუმცა მოგვიანებით, ხელოვნების კრიტიკოსებმა აღიარეს, რომ ნამდვილი ხელოვანი ცნობილი მხატვრების ტილოების გადახატვის დროს იქმნება. ესაა მისთვის რეპეტიცია ახალი, საკუთარი ხელოვნების აღმოჩენამდე. გაგრძელება

თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ, აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

"კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.


პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი. ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. ხალხის რჩეული ტილოები გახდა: "მონა ლიზა", "ქალი ყარყუმით", "საიდუმლო სერობა". ტილოები ხელმისაწვდომი 18 თებერვლიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება.

ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.palitral.ge/mhkatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 219-60-13.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები