"კახა როგორიც ჩანს, იმაზე ბევრად უფრო კარგი და კეთილი ადამიანია" - რას ყვება კახა კალაძის მშვენიერი მეუღლე? - კვირის პალიტრა

"კახა როგორიც ჩანს, იმაზე ბევრად უფრო კარგი და კეთილი ადამიანია" - რას ყვება კახა კალაძის მშვენიერი მეუღლე?

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ გადაცემაში "სთორი" პირად ცხოვრებაზე, მეუღლეზე, ოჯახსა და საქმიანობაზე ისაუბრა.

"მილანში გავიცანით ერთმანეთი, საერთო ოჯახის საშუალებით მოხდა დაკავშირება, მაშინ პატარა ვიყავი, 18 წლის, კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მერე როგორც გავარკვიე, ერთხელ მქონდა პირდაპირი ჩართვა, მაშინ უყურებია და მაშინ მოვწონებივარ, მერე მითხრა რომ შეგხვდიო, გამახსენდა რომ შენ ის გოგო იყავი რომელიც მომეწონაო...

კახას სულ ვაკრიტიკებდი და რომ გავიცანი, მაშინაც სულ რაღაც კონფლიქტი გვქონდა, ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი და მაშინ მივხვდი, რომ გავიცანი სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდა, ანუ როგორიც ჩანს იმაზე ბევრად უფრო კარგი და კეთილი ადამიანია, რაც ძალიან იშვიათია. მისმა ადამიანობამ მომხიბლა, ყურადღებიანი იყო ძალიან...

დღეს რომ მომხდარიყო ჩვენი გაცნობა შეიძლება რაღაცეებზე მეეჭვიანა, მაგრამ იმდენად პატარა ასაკში გავიცანი, მაშინ ამას არ ვუფიქრდებოდი, თუ არ ვაკვირდებოდი, არც ვფიქრობდი მაგაზე. პირველად რომ ჩავედით კიევში და წამიყვანა სავახშმოდ, მაშინ მივხვდი, რომ ყურადღების ცენტრში მოექცა მითუმეტეს მის გვერძე რომ ქალბატონი დაინახეს..."

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "კახა სახელით მომმართავს, ნინო - ჩვეულებრივ ასე მეძახის" - რას ყვება კახა კალაძის სიდედრი