"საფრთხობელა" - კვირის პალიტრა

"საფრთხობელა"

კამბოჯაში "დენგეს ცხელების" მორიგი ეპიდემიაა. ეს ტროპიკული სენი აქ საკმაოდ ხშირია და ძირითადად ბავშვებს ემართებათ. ცხელება მოსკიტის კბენით გადადის,

კამბოჯის ჯანდაცვის სამინისტრო კი მუდმივად აფრთხილებს ბავშვებს, განსაკუთრებით სოფლის მცხოვრებთ, ყურადღებით იყვნენ და ჭაობიან, ნესტიან ადგილებს მოერიდონ, თუმცა უშედეგოდ... ბოლოს, ექიმებმა რამდენიმე ღიაძარიან საბარგო მანქანაზე უზარმაზარი მოსკიტები დაამაგრეს და მთელ ქვეყანაში ბავშვებს აშინებენ...