მარგალიტის მეფე - კვირის პალიტრა

მარგალიტის მეფე

ჟაკ ბრანელი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, ვინც "ოქროს მარგალიტის" გამოზრდის საიდუმლოს ფლობს. მას მარგალიტის მოლუსკების ფერმა ფილიპინებზე,

კუნძულ პალავანზე აქვს მოწყობილი. ფერმაში 1000 კაცი მუშაობს. მარგალიტის გამოყვანას 5 წელი სჭირდება - მოლუსკები 2 წელი ინკუბატორში იზრდებიან, ხოლო კიდევ 3 წელი წყალში, 15 მ სიღრმეზე.

ამ იშვიათი მოლუსკის - Pinctada Maxima-ს გამოყვანას კი მეცნიერი-ბიოლოგების 15-წლიანი შრომა დასჭირდა. წელიწადში წარმოებული 700.000 მარგალიტიდან 75% უმაღლესი ხარისხისაა და თითო 500-დან 2 ათას ევრომდე ღირს. სხვათა შორის, წლების წინ კუნძულ ტაიტის "შავ მარგალიტებსაც" ჟაკ ბრანელი აწარმოებდა.