კვიპროსული "ჩურჩხელა" - კვირის პალიტრა

კვიპროსული "ჩურჩხელა"

ჩაროზი "ჯუნჯუკი", ანუ "სუძუკო" კვიპროსული ჩურჩხელაა, რომელსაც დაახლოებით ისევე ამზადებენ, როგორც ჩვენში. თუმცა იმის გამო, რომ კვიპროსულად

მომზადებული ყურძნის თათარა გაცილებით თხელია, "ჯუნჯუკს" მასში 9-ჯერ ავლებენ. ჩაროზის გულად კი ძირითადად ნუშს იყენებენ, რომელიც კვიპროსზე კარგად ხარობს. რადგან კვიპროსული "ჩურჩხელა" გრძელია, მას მცირე ნაჭრებად ჭრიან.