"მსოფლიო რეკორდი" - ქველმოქმედებისთვის - კვირის პალიტრა

"მსოფლიო რეკორდი" - ქველმოქმედებისთვის

ავსტრალიაში მაღალ ქუსლებზე სირბილის ესტაფეტა ქალაქ კანბერის გუნდმა The pinkettes-მა მოიგო. მათვე დაამყარეს "მსოფლიო რეკორდი" - 80 მეტრი წუთსა და 4

წამში გაირბინეს. გუნდის ყველა წევრი ავსტრალიის სპორტის ინსტიტუტის სტუდენტია. გარბენი საქველმოქმედო იყო, შემოსული თანხა კი მკერდის კიბოსთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდში ჩაირიცხა. ხოლო პირადი პრიზით - 10 ათასი დოლარით "დამაშვრალი" გოგონები ტაივანზე დაისვენებენ.