"რა სა­ო­ცა­რია, მე ოს­კა­რი მაქვს!" - ვინ გახდნენ "ოსკარის" რიგით 91-ე დაჯილდოების გამარჯვებულები? - კვირის პალიტრა

"რა სა­ო­ცა­რია, მე ოს­კა­რი მაქვს!" - ვინ გახდნენ "ოსკარის" რიგით 91-ე დაჯილდოების გამარჯვებულები?

"ოსკარის" წლევანდელი მფლობელების ვინაობა უკვე ცნობილია. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ჯილდო რეჟისორ პიტერ ფარელის ფილმმა "მწვანე წიგნმა" მიიღო. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. სიუჟეტი მაყურებელს მოუთხრობს 1962 წელს ჯაზის პიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის ტონი ლიპას მოგზაურობის შესახებ. აშშ-ში მოგზაურობისას ისინი "მწვანე წიგნს" იყენებენ, სადაც აფროამერიკელებისთვის უსაფრთხო ადგილებია მითითებული. რამი მალეკი, ოლივია კოლმანი, რეგინა ქინგი, მაჰერშალა ალი

საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმენი გახდა, მამაკაცი კი ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი რამი მალეკი.

კოლმენს ყველა მსახიობისთვის საოცნებო ჯილდოს მიღების შემდეგ ემოციების შეკავება გაუჭირდა - "მწვანე წიგნის" მთავარი როლის შემსრულებელმა სცენაზე ჯერ იტირა, შემდეგ კი პუბლიკასთან ერთად იცინა.

მომღერალი ლედი გაგა

"რა საოცარია, მე ოსკარი მაქვს!" - განაცხადა კოლმენმა და აღნიშნა, რომ ნომინაციაში გამარჯვებას ის გლენ კლოუსს უწინასწარმეტყველებდა.

ემოციური იყო რამი მალეკის გამოსვლაც, მან მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარული მომღერლის, ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულ ფილმში "ბოჰემური რაფსოდია".

რეჟისორი ალფონსო კუარონი

"მე ეგვიპტელი ემიგრანტების შვილი ვარ. ჩემი ისტორიის ნაწილი სწორედ ახლა იწერება. ყველა თქვენგანის მადლიერი ვარ, ყველასი, ვისაც ჩემი სჯეროდა," - აღნიშნა მალეკმა თავის სამადლობელ სიტყვაში. გაგრძელება