დაათვალიერეთ საქართველოს ულამაზესი ხედები 360°-ით - უნიკალური პროექტი პირველად ქართულ მედიასივრცეში - კვირის პალიტრა

დაათვალიერეთ საქართველოს ულამაზესი ხედები 360°-ით - უნიკალური პროექტი პირველად ქართულ მედიასივრცეში

საქართველოს ბუნების ულამაზეს ხედებს აღტაცებაში მოჰყავს როგორც ჩვენი ქვეყნის მცხოვრებნი, ასევე მისი სტუმრები. ამ სილამაზის გადმოცემას ხშირად ფოტოხელოვნებაც არ ყოფნის. ფოტოგრაფ ბესო ჩიქვინიძის ობიექტივმა არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გვაჩუქა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, ეს ფოტოები კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით - 360 გრადუსით აღვიქვათ.

შეგიძლიათ საკუთარი ხელით ამოძრაოთ ფოტოები და ულამაზესი კავკასიონის ხედი, ტობა ვარჩხილის მიდამო, მდინარე დოლრას ხეობა და ა.შ. ისე დაათვალიეროთ, რომ თვითონაც იმ მოგზაურად იგრძნოთ თავი, ვინც ეს ადგილები მოინახულა.

ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით ფოტოგრაფ ბესო ჩიქვინიძეს.

(ფოტოების ჩატვირთვას მცირე დრო სჭირდება)

ტბა ტობა ვარჩხილი. ეგრისის ქედი. სამეგრელო

მდინარე დოლრას ხეობა. ბეჩო, ზემო სვანეთი.

მზის ამოსვლა ლაკუმურაშ ტობაზე. ეგრისის ქედი, ზემო სვანეთი.

მდინარე დოლრას სათავე. ბეჩო

ხედი ხვამლის მთიდან. რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის საზღვარი.

კატიწვერა და უძირო ტბა. რაჭა.

პირიქეთის ალაზნის ხეობა ნაყაიჩოს უღელტეხილიდან. თუშეთი.