"ყველგან ქართულად ლაპარაკობს, ძალიან მეამაყება!" - როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტისას?
"ყველგან ქართულად ლაპარაკობს, ძალიან მეამაყება!" - როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტისას?
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 2-დღიანი ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა. 27 თებერვალს ბაქოში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ვიცე-პრეზიდენტმა, ქვეყნის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ მიიღო. პრეზიდენტთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბაქოს მერთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ილჰამ ალიევმა სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი ბაქოში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.  ის ასევე ჩავი
და კახში, სადაც ქართული სკოლა, ეკლესია მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი
"იმედი მაქვს, რომ ბაქოში ვიზიტის შედეგები აქ, ადგილობრივ მოსახლეობაზე, დადებითად აისახება. მადლობა საოცარი მიღებისთვის, ჩვენ შორის კავშირი არასდროს გაწყდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტს "ფეისბუკმომხმარებლები" სალომე ზურაბიშვილის "ფეისბუკის" გვერდზე კომენტარებში ეხმაურებიან.

"დიდი ხანია ვითხოვ, გამოვიდნენ სათითაოდ ის ადამიანები, ვინც
პუტინის აგენტობას აბრალებდა და სათითაოდ ბოდიში მოუხადონ პრეზიდენტს... მათ შორის ყველაზე დიდი ბოდიში მან მოიხადოს, ვინც ამ მნიშვნელოვან ვიზიტებს საინფორმაციო გამოშვების მიწურულს აშუქებს..." -
დაწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
მეჰრიბან ალიევა და სალომე ზურაბიშვილი
"ჩვენი პრეზიდენტი ყველგან ქართულად ლაპარაკობს. ძალიან მეამაყება!".

"რა ვქნა რაღაცნაირად იმედიანად ვუყურებ და მესიმპათიურება ჩვენი პრეზიდენტი... მშვიდი, ჭკვიანი, გაწონასწორებული და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ნიჭიერი დიპლომატია.
მისი წარმატება ქვეყნის წარმატებაა, ამიტომ ვუსურვებ ბევრ წარმატებასა და წინსვლას საქმიანობაში..", - წერს კიდევ ერთი მომხარებელი "ფეისბუკში".


Ghgghj
08 მარტი 2019 22:01
რა არის ამაში საამაყო ვერ გავიგე. აზერბაიჯანში ქართულად რატომ უნდა ვილაპარაკო:)თუ აზერბაიჯანში ქართულად ლაპარაკობენ:)სალომემ იცის რუსულიც,ფრანგულიც და ინგლისურიც.კიდევ თუ იცის რომელიმე ენა ეს აღარ ვიცი.
ბრმა ექსპერტი.
04 მარტი 2019 11:20
მართალია მიშკა, ის უმზგავსოება რაც შენმა სეხნიამ გააკეთა, ქალბატონი სალომე არ იკადრებს. სალომემ არ იცის არც ფრანგული არც ინგლისური, არც გერმანული, და როგორც ნაც-წევრები აღნიშნავენ, არც ქართული, მაგრამ ის სისხლით ქართველია. თქვენისთანებმა ლანძღეთ რამდენიც გინდათ. მას არაფერი დააკლდება.
Мишка
03 მარტი 2019 12:46
Tkvenc daexmaret sakmeshi sakartvelom amdeni prezidenti gamoicvala ro rac saakashvilma gaaketa naxevars ver gaaketebs magi

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები