"19 წლის გავთხოვდი, 21 წლის ვიყავი, როცა მარიამი შეგვეძინა. ჩემთვის მთავარი ოჯახია" - აშშ-ში დასახლებული მოდელისა და პოლიტიკოსის ოჯახური ცხოვრება
"19 წლის გავთხოვდი, 21 წლის ვიყავი, როცა მარიამი შეგვეძინა. ჩემთვის მთავარი ოჯახია" - აშშ-ში დასახლებული მოდელისა და პოლიტიკოსის ოჯახური ცხოვრება
ქართველი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან თანამშრომლობს

თათა ქართველიშვილი რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. მაყურებელმა ის ჯერ სილამაზის კონკურსიდან გაიცნო, შემდეგ კი მუსიკალურ არხზე "პირველი სტერეო" წამყვანი და ჟურნალისტი გახლდათ. ის პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლეა ზურა არსოშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრი. დაოჯახების შემდეგ თათამ სატელევიზიო და სამოდელო საქმიანობაზე უარი თქვა და მთელ დროს ოჯახს უთმობდა.
2012 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, თათას და ზურას თავიდან მოუხდათ ცხოვრების დაწყება,
ამჯერად - ამერიკაში.
თათამ ლოს-ანჯელესში საკუთარი პიარ-სააგენტო ჩამოაყალიბა, რომელმაც სულ რაღაც ექვს თვეში მოახერხა და არაერთ მსოფლიო ვარსკვლავთან თანამშრომლობს.
სწორედ თათა ქართველიშვილის სააგენტოს მეშვეობით მოირგეს ქართველი დიზაინერების: ანუკი არეშიძის და მაკა კვიციანის სამოსი ქლოე კარდაშიანმა და კენდალ ჯენერიმ.

- არ გენატრებათ
ტელევიზია და პოდიუმი?

- ტელევიზია ნამდვილად მენატრება, პოდიუმი - ნაკლებად. სიმართლე გითხრა, ჩემი სამომავლო გეგმები მედიას, კერძოდ კი ტელევიზიასაც უკავშირდება.

- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ...
- 19 წლის გავთხოვდი ზურა არსოშვილზე. 21 წლის ვიყავი, როცა მარიამი შეგვეძინა. იმ პერიოდში ზურა ძალიან დაკავებული იყო და გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდი მთლიანად ბავშვისთვის, ოჯახისთვის დამეთმო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახია.
თათა მეუღლესთან, ზურა არსოშვილთან ერთად
საკმაოდ მეგობრული ოჯახი გვაქვს, ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს და ყველა საკითხის ერთად გადაწყვეტას ვცდილობთ. ასევე, გვყავს ძაღლი, რომელიც ჩვენი ოჯახის ახალი წევრია და მოკლე დროში ყველას ძალიან შეგვაყვარა თავი.

- ემიგრაციაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- 2013 წლიდან საცხოვრებლად ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში გადმოვედით. მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვინდოდა დროებით წავსულიყავით უცხო ქვეყანაში, გვეცადა სწავლის, საქმიანობის და ცხოვრების გაგრძელება, მიგვეღო მეტი გამოცდილება და აგვემაღლებინა კვალიფიკაცია, მაგრამ ჩემი მეუღლის საქმიანობის გამო ამას ვერ ვახერხებდით. 2012 წლის ბოლოს კი მივხვდით, რომ ამისთვის შესაფერისი დრო იყო.

- ემიგრაციაში წასვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. უმეტეს შემთხვევაში არ იცი, სად მიდიხარ, რა დაგხვდება და ა.შ. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
- ემიგრაციაში ცხოვრება ძალიან ძნელია, განსაკუთრებით თავიდან, როცა არ იცი, როგორ განახორციელებ შენს გეგმებს უცხო ქვეყანაში. როგორ შეეგუები ახალ გარემოს, ასევე მშობლების, ძველი მეგობრების და სამშობლოს გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებას. მიუხედავად ამ და სხვა პრობლემებისა, ჩვენ შევძელით გადაგველახა სირთულეები და ცხოვრება პრაქტიკულად, ახლიდან დავიწყეთ.

- თქვენი ქალიშვილის შესახებ გვიამბეთ. როგორ შეეჩვია ამერიკაში ცხოვრებას? თუ ესაუბრებით ქართულად?
- მარიამი 4 წლის იყო, როცა საქართველოდან საცხოვრებლად ამერიკაში წამოვედით. თავიდან ვნერვიულობდით და ვცდილობდით, მისთვის რთული არ ყოფილიყო გარემოს ცვლილებასთან შეგუება, მაგრამ მარიამი ყველაზე მარტივად შეეწყო აქაურობას.
მარიამი
სახლში, რა თქმა უნდა, ქართულად ვსაუბრობთ და შესაბამისად, მარიამმა იცის ქართული. ძალიან უყვარს წიგნები და ბევრს კითხულობს. ამბობს, რომ მწერლობა და მსახიობობა უნდა. უკვე რამდენიმე სტუდენტურ ფილმსა და მუსიკალურ ვიდეორგოლში გადაიღეს.

- ცოტა ხნის წინ ამერიკაში წამოიწყეთ საქმე, უფრო კონკრეტულად მოგვიყევით ამის შესახებ...
- ლოს-ანჯელესში გადმოსვლიდან მალევე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ამერიკის ბაზრისთვის გამეცნო ქართველი დიზაინერები. დაახლოებით ორი წელია, რაც ვგეგმავ და ვაწყობ პოპ-აპებს ბევერლი ჰილსში, სადაც მოდიან აქაური ბომონდის, ცნობილი ადამიანების სტილისტები. ერთი წლის წინ გავაკეთე ონლაინმაღაზია, სადაც ძირითადად ქართველი დიზაინერების შექმნილი პროდუქცია იყიდება.

- თქვენი პიარსააგენტო წარმატებული გახდა რეკორდულად მოკლე დროში. როგორ მოახერხეთ თავის დამკვიდრება და როგორ შედგა თქვენი და კარდაშიანების თანამშრომლობა?
- პარალელურად დაკავებული ვარ მოდის პიარით. დავაარსე მოდის პიარსააგენტო "TATA PR". აქცენტი კეთდება სელებრითებთან და სოციალურ ქსელში გავლენიან ადამიანებთან მუშაობაზე. ასევე, ფოტოსესიებზე ცნობილი ჟურნალებისთვის. თითქმის ყველა წამყვან სტილისტთან გვაქვს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მაგალითად, ჯიჯი და ბელა ჰადიდების, ქეილი და ქენდალ ჯენერების, კარდაშიანების, ბიონსეს, ჯენიფერ ლოპესის, ქეთი პერის, არიანა გრანდეს, რიტა ორას, ჰეიდი კლუმის, ოლივია კულპოს, ჯესიკა ბილლის, კამილა კაბელოს და ბევრი სხვა ცნობილი და ძალიან პოპულარული ადამიანის სტილისტებთან.
როგორც იცით, ჰოლივუდის ვარსკვლავებს და ცნობილ ადამიანებს ჰყავთ სტილისტები და სწორედ ისინი ურჩევენ მათ ჩაცმულობას. ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ ლუქის სწორად შერჩევაზე. თუმცა, ხშირად ხდება, რომ ბოლო მომენტში გადაწყვეტილებას ვცვლით ვარსკვლავის განწყობის ცვლილების გამო.

კონკრეტული გეგმები და ჯანსაღი ამბიციები ბევრია, თუმცა მირჩევნია, ჯერ განვახორციელო და ამაზე მერე ვისაუბრო.

- თქვენი მეუღლე წინა მთავრობის წევრი იყო. ახლა ამერიკაში რას საქმიანობს?
- ზურას არ უჭირს სირთულეების გადალახვა. ახლა სერიოზულ პროექტზე მუშაობს და საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. იხილეთ სრული ვერსია


თამარ ბოჭორიშვილი
ჟურნალი "გზა"
222
04 მარტი 2019 10:43
მოდი სიმართლე ვთქვათ, იმიტომ წახვედით, რომ შენს მეუღლე ნაცს საქართველოში არ დაედგომებოდა :)
salka
04 მარტი 2019 10:38
აუ რა კარგი გოგო ხართ!!!! გაიხარეთ! სუპერ :* წარმატებები ქართველ დიზაინერებს
...
04 მარტი 2019 09:54
როგორ მომწონს ესეთი ლამაზი და წარმატებული ქართველი გოგო რომ ხარ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?