"ჩემთვის უკითხავთ, მართლა "იმნაირი" ხართო?" - რატომ თქვა უარი ხატია ბრაჭულმა ალანა გაგლოევას როლზე
"ჩემთვის უკითხავთ, მართლა "იმნაირი" ხართო?" - რატომ თქვა უარი ხატია ბრაჭულმა ალანა გაგლოევას როლზე
ფოტო:ალანა გაგლოევა, ხატია ბრაჭული
მსახიობი ხატია ბრაჭული ფართო საზოგადოება ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოცენის შემდეგ გაიცნო. ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრებაში იმედგაცრუებაც ყოფილა და წარმატებაც, გულისტკენაც და დიდი სიხარულიც... დღეს ის პროფესიულ საქმიანობას მიზანდასახული, იმედით აღსავსე, დიდი შემართებით აგრძელებს...

- გაიხსენე ის პერიოდი, როცა ეკრანზე პირველად გამოჩნდი და მაშინდელი ხატია დღევანდელს შეადარე...
- ეს იყო პერიოდი, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დიდი ენთუზიაზმით, იმედებით აღსავსე, მოტივირებული ვიყავი, რომ ქართულ ბაზარზე დავმკვიდრებულიყავი, როგორც მსახიობი. პირველად სერიალ "დეტექტივებში" გამოვჩნდი -
მკვდრის როლი შევასრულე (ტყუპი დების როლს ვასრულებდი, რომელთაგან ერთ-ერთი ცოცხალი გადარჩა). დიდი არაფერი ყოფილა: უბრალოდ, მაშველებმა ჩემი გმირი მტკვრიდან ამოიყვანეს. მთელი გადამღები ჯგუფის ოვაციები მახსოვს - ყოჩაღო!
.. ჩემთვის ეს იმხელა შემართება და ძალა იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი - უფრო მეტს შევძლებდი. ეს საწყისი ეტაპი გახლდათ.
დღესდღეობით, ისევ ისეთი შემართებით, მიზნებითა და იმედებით აღსავსე ვარ.
ხატია ბრაჭული
კიდევ ბევრი რთული გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მჯერა, წარმატებას მივაღწევ. შეიძლება, დღეს პოპულარული ვარ, თეატრში, კინოში თუ სერიალში არაერთი როლი ვითამაშე. უკვე ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. ალბათ, მაშინდელ და ახლანდელ ხატიას შორის ის განსხვავებაა, რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, ახლა უფრო ჩამოყალიბებული ვარ და თუნდაც ჩემს პროფესიას უფრო სხვანაირად ვუყურებ. მაშინ უბრალოდ, მთავარი იყო, მეთამაშა, დღეს ყველაფერს სხვაგვარად ვაფასებ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა როლი დაგიწუნებია, შემოთავაზებაზე უარი გითქვამს?
- კი, ასეთი არაერთი შემთხვევა იყო. მაგალითად, ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას სერიალი გახლდათ, რომელში მონაწილეობაზეც უარი ვთქვი, ასევე - 1-2 რეკლამაზეც... ფილმში მონაწილეობაზეც მითქვამს უარი. უბრალოდ, ვფიქრობ, ჩემთვის ასეთი როლების შესრულება ჯერ ნაადრევია - მინდა, მაყურებლებმა ჩემი შესაძლებლობები სხვა კუთხით გაიცნონ.

- "ჰეროკრატიაში" ვისი როლის შესრულებას გთავაზობდნენ?
- მგონი, ალანა გაგლოევასი, ზუსტად არ მახსოვს და მონაწილეობისგან თავი შევიკავე.

- შენი უარის მიზეზი რა იყო?
- ცოტათი თამამი სცენა იყო და არ მინდოდა, ამ სცენაში მეთამაშა. იმიტომ კი არა, რომ მე ასეთ როლებს არასოდეს შევასრულებ და რაიმე პროტესტი მაქვს? არა. უბრალოდ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო. 1-დღიანი პოპულარობა არ მინდა. შემოქმედებითი ცხოვრება სხვანაირი უნდა იყოს და ამის დროც მოვა...

- კარიერაში იმედგაცრუების ეტაპები გქონია? მახსოვს, "გოგონა გარეუბნიდან" მოულოდნელად "დახურეს"...
- კი და პირველი იმედგაცრუება ეს იყო. რთულია, როცა გეუბნებიან, რომ პროექტი "დაიხურა" და საერთოდ არაფრის ამარა რჩები, მაგრამ როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ასეთი "წყვეტაა", როცა პრობლემა ჩნდება ან წაიქცევი, ამის შემდეგ ცხოვრება დიდ სიურპრიზს გიმზადებს. ალბათ, ასეც უნდა მოხდეს, რომ რაღაცები დააფასო. თუნდაც, ეს სერიალი რომ "დაიხურა", ერთი წელი კარიერაში "წყვეტა" მქონდა, შემდეგ სპექტაკლებთან დაკავშირებული შემოთავაზება გაჩნდა, შემდეგ - სხვა წინადადება... ანუ ყოველთვის რაღაც უკეთესი ხდება და განვლილი პერიოდი, რაზეც დარდობდი, განიცდიდი და გული გწყდებოდა, ტკბილად გახსენდება ადამიანს. ალბათ, ესეც საჭიროა - ჩვენი ცხოვრება ხომ საინტერესო უნდა იყოს?..

- ამ პირველი იმედგაცრუების შემდეგ, ყველაზე დიდი სიურპრიზი რა იყო?
- ალბათ, კარიერაში ყველაზე დიდი სიხარული "ჩემი ცოლის დაქალები" იყო.

- შეძლებდი ისეთ ქალთან გულწრფელ მეგობრობას, რომელიც წარსულში მეძაობით იყო დაკავებული?
- იცი, როგორი შედარებაა? ღარიბთან თუ იმეგობრებ ან ადამიანი აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს, რომ მასთან იმეგობროო? ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ძალიან მეგობრული ვარ. პირადად მე, ალბათ, ასეთ ქალთან ვიმეგობრებდი, რადგან თამუნა ძალიან დადებითი პერსონაჟია. რაღაცის გამო, ადამიანს ზურგი არასდროს უნდა შეაქციო.

- უცნობებს შენთვის "თამუნათი" მოუმართავთ?
- კი. სხვათა შორის, დღემდე ასე ხდება. ვუსწორებ ხოლმე, რომ თამუნა კი არა, ხატია ვარ. ვინც "თამუნათი" მომმართავს, ზოგი მათგანი პერსონაჟთან არც მაიგივებს. უბრალოდ, სერიალს რომ უყურებენ, ეჩვევიან და ჰგონიათ, მსახიობსაც თამუნა ჰქვია. არ ვიცი, მე არასდროს მქონია შემთხვევა, რომ რომელიმე მსახიობისთვის პერსონაჟის სახელით მიმემართა...

- თამუნასთან გაიგივების გამო, უხერხულ სიტუაციაში ხომ არ აღმოჩენილხარ, შენი პერსონაჟის წარსული საქმიანობის გათვალისწინებით?
- რა თქმა უნდა, ბევრჯერ. ცინიზმი, დაცინვა მიგრძნია. პერსონაჟთან ისე მაიგივებენ და ჰგონიათ, რეალურად ის ვარ, რომ უხერხული სიტუაციები ყოფილა. ამ ყველაფერს ღიმილით ვხვდები - ე.ი. ჩემი როლი ბუნებრივად შევასრულე, პროტესტის თუ გაბრაზების შეგრძნება არ მაქვს.

- კონკრეტულად, რა სახის უხერხული სიტუაცია შეგქმნია?
- მაგალითად, ჩემთვის უკითხავთ, მართლა "იმნაირი" ხართო? შეძახილები, კომენტარები ყოფილა... ყურადღებას არ ვაქცევ.

- ხატია, წლებმა რა გასწავლა?
- პროფესიული თვალსაზრისით, უფრო გამზარდა, რაღაცებისთვის თვალებში შემახედა, გამომცადა, გამწვრთნა... ვიტყვი, რომ ეს 27 წელი საინტერესოდ ვიცხოვრე - პროფესიული თვალსაზრისითაც და ცხოვრებისეულადაც. ალბათ, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, რადგან ჩემი გამოუცდელობა და მიამიტური ხასიათის გამო ხან გულს მტკენენ, ხან - რაღაცები მიფუჭდება ცხოვრებაში... იხილეთ სრულად

ეთო ყორღანაშვილი
ეკა
10 მარტი 2019 21:12
წარმატებები ხატია,სესილია თაყაიშვილს კაბის საკინძე არ შეუხსნია ისე იყო დიდი მსახიობი,სიშიშვლით ნაშოვნი პოპულარობა წამიერია არასოდეს ისარგებლო ასეთი პოპულარობით-----წარმატებები
222
06 მარტი 2019 16:44
:))))))))))))))))))) მიშა რაღა შუაში იყო კომბლიკო ? :))
კომბლეს
06 მარტი 2019 14:26
კომბლე, შენით დაიწყე, შეანგრევინე თავი..
სხვაზე მერე ილაპარაკე..

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები