მოესწრო ორივე ცოლისა და უფროსი ვაჟის გარდაცვალებას... ხატავდა მაშინაც, როცა კატარაქტის გამო თითქმის დაბრმავდა
მოესწრო ორივე ცოლისა და უფროსი ვაჟის გარდაცვალებას... ხატავდა მაშინაც, როცა კატარაქტის გამო თითქმის დაბრმავდა
კლოდ მონე - "შთაბეჭდილების მხატვარი"

ნადარის ფსევდონიმით ცნობილ მხატვარ-ფოტოგრაფ ტურნაშონ ფელიქსის ატელიეს 1874 წლის 15 აპრილის დილას მთელი პარიზი მიაწყდა. გაიხსნა "ფერმწერთა, გრაფიკოსთა, მოქანდაკეთა, გრავიორთა და სხვათა ანონიმური კოოპერაციული საზოგადოების" პირველი გამოფენა.

დამთვალიერებლებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ დებოშის ასატეხად - თანდათან მატულობდა მაყურებლის აღშფოთება, ნერვიული ხარხარი, ავტორთა ლანძღვა, მუქარა და დაცინვა. განსაკუთრებით კლოდ მონესა და პოლ სეზანის სურათებს განაქიქებდნენ. მონეს მომცრო ტილომ, "შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა" (იმპრესსიონ, სოლეილ ლევანტ) ისეთი ცუდი
"შთაბეჭდილება" შეუქმნა გესლიან კრიტიკოსებს, რომ დემონსტრაციულად შეუდგნენ სათვალეების წმენდას - ალბათ, სათვალის ბრალია, თორემ მხატვარი ასეთ დათხუპნილ სურათს როგორ გვაჩვენებდაო.

ამით ისარგებლა სენსაციებზე მონადირე ჟურნალისტმა ლუი ლერუამ და მაშინვე ჟურნალ "შარივარში" მონე და მისი მეგობრები "შთაბეჭდილების მხატვრებად" ანუ იმპრესიონისტებად მონათლა.
კლოდ მონეს 'შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა', რომლის მაღალი ხარისხის რეპროდუქცია შეგეძლებთა გაზეთ 'კვირის პალიტრასთან' ერთად 18 მარტიდან შეიძინოთ
ჟურნალისტის ამ ცინიკურმა ტერმინმა საპირისპირო
შედეგი გამოიღო: ცინიკური შეფასების მიმართ თავად იმპრესიონისტებს პროტესტი არასდროს გამოუთქვამთ, მხოლოდ დეგა იყო წინააღმდეგი, თუმცა საბოლოოდ ისიც შეურიგდა საყოველთაო აღიარებას. კლოდ მონე კი, ღრმა სიბერეშიც დაბეჯითებით იმეორებდა: "მე ვიყავი და მსურს დავრჩე იმპრესიონისტად... ვიმეორებ, მე იმპრესიონისტი ვარ!"

კლოდ ოსკარ მონე 1840 წლის 14 ნოემბერს პარიზში დაიბადა. 5 წლის იყო, როცა ოჯახი ნორმანდიის ქალაქ ჰავრში დასახლდა. მამამისს საბაყლო მაღაზია ჰქონდა და ძალიან უნდოდა, შვილიც მის გზას გაჰყოლოდა.

კლოდ მონეს ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭი კი ყმაწვილობიდანვე საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა - მწვავე კარიკატურებისა და შარჟების ხატვაში ისე გაიწაფა, რომ მის ნამუშევრებს საკანცელარიო ჯიხურებში ფენდნენ.

სწორედ ასეთ ჯიხურში შეხვდა 17 წლის კლოდი იმპრესიონიზმის წინამორბედად აღიარებულ მხატვარ ეჟენ ბუდენს, რომლის ფერწერული ნამუშევრებიც იმავე ვიტრინაში იყო ხოლმე გამოფენილი. ბუდენმა ჭაბუკის ნიჭი მაშინვე შეიცნო და მომავალი დიდი მხატვრის შემოქმედებითი მოძღვარი გახდა. სწორედ ბუდენმა ასწავლა მონეს ნამდვილი ფერწერა, ღია ცის ქვეშ - ანუ პლანერზე მუშაობა.

მშობლებს არ უნდოდათ მხატვრობის შესასწავლად შვილის პარიზში გაშვება, მაგრამ მამიდა ლეკადრმა იმარჯვა და კლოდი დედაქალაქში გაუშვეს, ოღონდ "ცოტა ხნით". ხოლო, როცა დათქმულ დროს არ დაბრუნდა, განაწყენებულმა ოჯახმა დახმარება შეუწყვიტა. მხოლოდ მამიდა უგზავნიდა ერთგულად იმას, რაც ჰქონდა.

1860 წელს ალჟირში სამხედრო სამსახური მოიხადა და ციებაშეყრილი სამკურნალოდ ოჯახში, ჰავრში დააბრუნეს. გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ მამიდა ლეკადრის დაჟინებით, მშობლები შვილის არჩევანს საბოლოოდ დამორჩილდნენ.

1862 წელს პარიზში ჩასული მონე მოეწყო გლეირის სახელოსნოში, სადაც შეხვდა და სამუდამოდ დაუმეგობრდა თანამოაზრეებს - ფრედერიკ ბაზილის, ოგიუსტ რენუარსა და ალფრედ სისლეის.
პირველი აღიარება მონეს 1866 წელს მოულოდნელად მოუტანა არა "მორიგმა პეიზაჟმა", არამედ მომავალი მეუღლის - კამილა დონსიეს პორტრეტმა "მწვანეკაბიანი ქალი, ანუ კამილა". გამოფენის მეორე დღეს მონემ უკვე სახელმოხვეჭილმა გაიღვიძა - ახალგაზრდა, მგზნებარე ემილ ზოლამ ყველა კრიტიკოსი გააჩუმა და კამილას პორტრეტს "ცოცხალი სამყაროსკენ ფართოდ გაღებული სარკმელი" უწოდა.
'ქალი ქოლგით' - 18 მარტიდან გაზეთ 'კვირის პალიტრასთან' ერთად
ზოლა მთელი სიცოცხლე მონესა და იმპრესიონისტების უდიდეს თაყვანისმცემლად და ქომაგად დარჩა.
ამის შემდეგ მონეს ფერწერული "ექსპერიმენტები" უფრო გაბედული გახდა. კლოდისა და მისი მეგობრების ედუარდ მანესთან დაახლოებამ ბევრი რამ შესძინა მათაც და თვით მანესაც. თანდათან ჩამოყალიბდა თანამოაზრეთა მონოლითური ჯგუფი, რომლის აღიარებული თავკაცი ასაკითა და გამოცდილებით უფროსი ედუარდ მანე იყო...

მონე 60-იანი წლების დასაწყისიდან 90-იან წლებამდე მრავალფიგურიან კომპოზიციებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს და ნატიურმორტებს ქმნიდა, ხოლო 90-იანი წლებიდან სიცოცხლის დასასრულამდე - 1926 წლის 5 დეკემბრამდე მხოლოდ პეიზაჟურ ფერწერას მისდევდა.

ჭარმაგი მონეს წერილები სრულიად აბათილებენ ლეგენდას იმის შესახებ, რომ იმპრესიონისტები მხოლოდ წმინდა სანახაობითი მიზნით, პირველივე შთაბეჭდილებით აფიქსირებენ ბუნებას და არ საჭიროებენ იმის ცოდნას, რასაც ასახავენ. მონეს თქმით, შთაბეჭდილებას, წამიერ გაელვებას, მოვლენის დინამიკურ ცვალებადობათა რიგს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა ისინი რეალური სამყაროს კანონზომიერებათა შეცნობის საფუძველზე არის გადმოცემული: "არ შეიძლება მხატვარი ეწოდოს მას, ვინც აზრობრივად ვერ წარმოიდგენს მთელ სურათს მანამდე, ვიდრე მის შექმნას შეუდგებოდეს".
კლოდ მონე საკუთარი ხელით გაშენებულ ბაღში
მონემ ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მოესწრო ორივე ცოლისა (კამილა ტუბერკულოზით მოკვდა 1879 წ., მეორე ცოლი, ალისა ოშედე - 1911 წ.) და უფროსი ვაჟის - ჟანის (1914 წ.) გარდაცვალებას. წავიდნენ მისი მეგობრებიც... კლოდმა იცოდა სიყვარულისა და სიკეთის ფასი. კლოდ მონეს თაოსნობით დაენიშნა მანეს ოჯახს საზოგადობრივი დახმარება და მხატვრის დიდებულმა "ოლიმპიამაც" სამუდამო ადგილი ლუვრში მისი დაჟინებით პოვა, სეზანსაც დახმარების ხელი პირველად მან გაუწოდა.
'არჟანტეის ყაყაჩოები' - 18 მარტიდან გაზეთ 'კვირის პალიტრასთან' ერთად
რამდენიმე მხატვარს ეყოფოდა სახელის მოსახვეჭად ის, რაც მონემ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შექმნა, მაგრამ მას ფუნჯი ხელიდან სიცოცხლის ბოლომდე არ გაუგდია - მაშინაც კი, როცა კატარაქტის გამო თითქმის დაბრმავდა და ჟივერნში, საკუთარი ოფლით ედემად ქცეულ თავის მამულში საყვარელ ტბორსა და ყვავილნარს ვეღარ ხედავდა...

  • თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ, აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.
  • „კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.
  • პირველი ხალხის რჩეული მხატვარი გახდა ვან გოგი, ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. მარტის თვის ხალხის რჩეული ტილოები გახდა კლოდ მონეს: "შთაბეჭდილება/მზის ამოსვლა", "ქალი ქოლგით",არჟანტეის ყაყაჩოები". ტილოები ხელმისაწვდომი 18 მარტიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.
  • ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
  • http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13


თამარი
11 მარტი 2019 17:01
უღრმესი მადლობა მონეს ბიოგრაფიისთვის .
ამ დიდებული მხატვრების ყველა ნახატი მომწონს ყველას ვერც გამოუშვებთ მაგრამ მაინც უღრმესი მადლობ ამ წამოწყებისთვის .
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები