"იმათ არ იციან, ჩემი ცოლი, შენი ცოლი..." - კვირის პალიტრა

"იმათ არ იციან, ჩემი ცოლი, შენი ცოლი..."

უფროსი თაობა არნოლდ გეგეჭკორს ტელეეკრანიდან კარგად იცნობს, მას 32 წლის განმავლობაში გადაცემა "ბუნების კარი" მიჰყავდა. ბატონი არნოლდი ამავე დროს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, სამეცნიერო ნაშრომებისა და წიგნების ავტორია. მსოფლიო მოგზაური დედამიწის 5 კონტინენტიდან 112 ქვეყანაშია ნამყოფი. ის 2001 წელს აფრიკაში ადგილობრივ ტომებთან ერტად ცხოვრობდა. აი რას იხსენებს ის გაზეთ "კვირის პალიტრასთან".

- მდინარე კონგოს აუზში პიგმეებში (დაბალტანიანი ნეგროიდული ჯგუფის ხალხი. ცხოვრობენ ეკვატორული აფრიკის ტროპიკულ ტყეებში) 6 დღე გავატარე. ძალიან გულუბრყვილოები არიან. პიგმეებში პოლიგამიაა, არ არის იმის გარჩევა, ჩემი ცოლი, შენი ცოლი. საცხოვრებლები საყრდენებზე აქვთ აღმართული, რომ ქვეწარმავალი ან ნიანგი არ მისწვდეთ, ან ნალექმა არ შეაღწიოს. სპილოზე ნადირობა ძალიან რთულია, მათ კი იციან ხერხები: ორმოში უსაფრდებიან, სპილო რომ გადაივლის, ქვემოდან უყრიან შუბს მუცელში, გულის მიმართულებით. თუ სპილო მაშინვე არ მოკვდა, ღრიალებს, დარბის, ბევრს დაჭყლეტს კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც მათი ლუკმა ხდება.

- გაგიმასპინძლდნენ სპილოს ხორცით?

- მე ქურციკისა და ფრინველის ხორცით გამიმასპინძლდნენ. იხილეთ სრულად