პენელოპა ბავშვს ელოდება - კვირის პალიტრა

პენელოპა ბავშვს ელოდება

ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუსი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად ითვლება. 35 წლის ვარსკვლავი ბავშვს ელოდება. ბავშვის მამა 40 წლის მსახიობი ხავიერ ბარდემია. წყვილი ერთი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. დაახლოებით ერთი თვის წინ პენელოპამ მოწევას თავი დაანება, ხოლო ცოტა ხნის წინ გამართულ პედრო ალმოდოვარის ფილმის პრეზენტაციაზე უჩვეულოდ განიერი კაბით მივიდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი განაცხადა: ”როდესაც ბავშვი დაიბადება, მინდა ყველაფერი საუკეთესო მას მივუძღვნა. დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, რამდენად რეალურია ბედნიერი ქორწინება, მაგრამ მჯერა ბედნიერი სიყვარულის და ბავშვების".