არ გააღვიძო დათვი - კვირის პალიტრა

არ გააღვიძო დათვი

4 ოქტომბერს ორეგონის შტატის ქალაქ ბენდის ქუჩებს დიდი დათვი ეწვია და საკვების ძებნაში ნაგვის ურნები "გამოიკვლია". გამაძღარი შემდეგ დიდ ხეზე აცოცდა და

დასასვენებლად 18 მეტრის სიმაღლეზე მოეწყო. გამოძახებულმა ცხოველთა დაცვისა და ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტებმა დათვი სპეციალური თოფით ნასროლი რამდენიმე შპრიცით დააძინეს. მძინარე სტუმრის ხიდან ფრთხილად ჩამოყვანას კი მეხანძრეთა ბრიგადა რამდენიმე საათს მოუნდა. მძინარე დათუნია რომ დაგვვარდნოდა, გვერდები ხომ დაებეჟებოდაო, - განაცხადეს გულაჩუყებულმა მეხანძრეებმა.