ორფეხას "გამზრდელი" ვერ ელევა... - კვირის პალიტრა

ორფეხას "გამზრდელი" ვერ ელევა...

ორ ფეხზე მოსიარულე 10 თვის ბურვაკი "ზუ იანკინი" (ქართულად - ნებისყოფიანი ღორი) ჩინეთის ღირსშესანიშნაობად იქცა. ზუ ინვალიდი დაიბადა - მხოლოდ წინა

ფეხები ჰქონდა. პატრონი არ დაჰყვა სხვათა რჩევას და მას გადარჩენის შანსი მისცა - გოჭს პატარაობიდანვე ასწავლა წინა ფეხებზე დგომა და სიარული. ორფეხა ბურვაკის სანახავად უამრავი გულშემატკივარი მოდის, ცირკმა უზარმაზარი თანხაც შეაძლია, თუმცა "გამზრდელი" მას ვერ ელევა: "სიცოცხლე, როგორიც უნდა იყოს იგი, უნდა გაგრძელდეს... ზუს არანაირ ფულად არ გავყიდი", - აცხადებს "ფილოსოფოსი" ფერმერი.