"ფერადი ადამიანები"
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარეობს ყოველწლიური ფესტივალი Hi Seoul-ი. მასში 13 ქვეყნის 70 პროფესიული ქუჩის თეატრი მონაწილეობს. წელს
ფესტივალი "არავერბალური" (ანუ უსიტყვო) ხელოვნების დევიზით მიმდინარეობს. მრავალრიცხოვან მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ფრანგული ქუჩის თეატრის (ე.წ. ფიზიკური თეატრის - "ფერადი ადამიანები") წარმოდგენები.