ხტომა "ხიდთან" - კვირის პალიტრა

ხტომა "ხიდთან"

ლონდონში ინგლისელმა ჯეიმს ფილდსმა ე.წ. ბანჯი-ჯამპინგის რეკორდი დაამყარა - 1 საათში 42 ნახტომის გაკეთება მოახერხა და გინესის წიგნშიც მოხვდა.  წინა

რეკორდი სულ 19 ნახტომი იყო. ჯეიმსი თავიდან 25-ის გაკეთებას ვარაუდობდა... ის სპეციალური 10-მეტრიანი თოკით 50 მ სიმაღლიდან ხტებოდა თაუერ-ბრიჯის წინ დაყენებული ამწიდან. რეკორდსმენის თქმით, ხტომისას ყველაზე მთავარი კონცენტრაციაა, რადგან თავში სისხლის სწრაფი მოწოლისას გონების დაკარგვა ადვილია.