მედროშე "კასპერსკი" - კვირის პალიტრა

მედროშე "კასპერსკი"

ერთ დროს გინესის წიგნში ფირმა "კასპერსკის ლაბორატორია" გაყიდული ანტივირუსული კომპიუტერული პროგრამების ყველაზე მეტი რაოდენობით "იწონებდა"

თავს... თუმცა, კარგა ხანია, პირველობა სხვა  ფირმებს დაუთმო. მიუხედავად ამისა, ბრენდი "კასპერსკი" რეკორდების წიგნში კვლავ მოხვდა - ცაში ყველაზე დიდი "კორპორაციული დროშა" გამოფინა. დროშის სიგრძე 31,6 მ-ია, სიგანე - 20,5 მ. შოუს ბოლოს შვეულმფრენმა დროშა მინდორში ჩამოაგდო, კომისიამ იქვე გაზომა და რეკორდის მოწმობაც გამოწერა.