ამჯერად დი კაპრიო რუსი მოდელით არის გატაცებული - კვირის პალიტრა

ამჯერად დი კაპრიო რუსი მოდელით არის გატაცებული

ებრაელ ფოტომოდელ ბარ რაფაელთან დაშორების შემდეგ "ტიტანიკის" ვარსკვლავმა, ლეონარდო დი კაპრიომ თავი ისევ მარტოხელად იგრძნო. მსახიობი დასასვენებლად იბიცაზე გაემგზავრა, სადაც ის ამჟამად თავის ახალ მეგობარ გოგონასთან - 23 წლის რუს სუპერმოდელ ანა ვიალიცინასთან ერთად ისვენებს. ნიჟნი-ნოვგოროდელმა ლამაზმანმა, როგორც ჩანს, ჰოლივუდელი ვარსკვლავი სერიოზულად მოხიბლა. ამბობენ, რომ მსახიობსა და მოდელს შორის თბილი, რომანტიკული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.  ცნობილია, რომ დი კაპრიო მოდელების მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა. სამი წლის განმავლობაში ის ბარ რაფაელთან ერთად ცხოვრობდა, მანამდე, ასევე სამი წლის განმავლობაში, ბრაზილიელ ლამაზმან ჟიზელ ბიუნდჰენთან ერთად. ორივე მათგანს ლეონარდო იმის გამო დაშორდა, რომ ქორწინებას აჭიანურებდა და ამბობდა, რომ სერიოზული ურთიერთობისათვის ჯერ მზად არ იყო. მსახიობის ამჟამინდელი მეგობარი გოგონა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მოდელთა ათეულში შედის.