ლეგენდარულ მერილინ მონროს შვილი ჰყავდა? - კვირის პალიტრა

ლეგენდარულ მერილინ მონროს შვილი ჰყავდა?

ჰოლივუდის 84 წლის მსახიობმა, ტონი კერტისმა, რომელიც ეპოქალურ კომედიაში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გადაღებით გახდა ცნობილი, სენსაციური განცხადება გააკეთა.

ის ამტკიცებს, რომ მერილინ მონრო მისგან ორსულად იყო, მაგრამ მან ბავშვი ტრაგიკული შემთხვევის გამო  დაკარგა.

კერტისის თქმით, მას და მონროს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაოჯახებული იყო, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. როდესაც 1962 წელს მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, შეძრული ვიყავი... მერილინის ამ ქვეყნიდან წასვლა ტრაგედიად აღვიქვი. ის საოცარი ქალი იყო, - იხსენებს ტონი.

ამჟამად კერტისი კალიფორნიაში მეხუთე ცოლთან, ჯილ ვანდერბერგ კერტისთან ერთად ცხოვრობს. ის ფერწერითაა დაკავებული და წერს მემუარებს.