"კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე, ამიტომ..." - რა იყო რეიგან-გორბაჩოვის ერთობლივი კოსმოსური პროექტი?
"კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე, ამიტომ..." - რა იყო რეიგან-გორბაჩოვის ერთობლივი კოსმოსური პროექტი?

როდის დავსახლდებით კოსმოსში?!


2018 20 ნოემბერს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 20 წელი შეუსრულდა. ვისი დამსახურებაა ამ სადგურის არსებობა, როგორ გვიბრუნდება დედამიწელებს კოსმოსში ინვესტირებული მილიონები და რა სირთულეები ელოდება ილონ მასკის მიერ მარსზე 2023 წელს დაგეგმილ პილოტირებულ მისიას?

ამ საკითხებზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC/Space Expo) თანამშრომელი დალი უბილავა-დე გრააფი გიამბობთ:

საერთაშორისო კოსმოსური სადგური 20 წლისაა


საერთაშორისო კოსმოსური სადგური­ უდიდესი და უძვირესი­ პროექტია, რაც კი აქამდე შექმნილა. მ
ისი ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია. ის დაახლ­ოებით სტადიონისხელა კონსტრუქციაა და დაახლ­ო­ებით 400 ტონას იწონის. დედამიწიდან დაახლოებით 400 კმ­ სიმაღლის ორბიტაზეა­ განთავსებული, მეოცე წელიწადია, უწყვეტად მოძრაობს დაახლოებით 28 000 კმ/სთ სიჩქარით და დღეში 16-ჯერ შემოუვლის დედამიწას. თითო შემოვლას 90 წუთს ანდ­ომებს. აქედან ყოველი 45 წუთი დღე-ღამის მონაცვლეობაა.

 დალი უბილავა-დე გრააფი
კოსმოსური მეცნიერების უსწრაფესი განვითარება
1960-70-იანი წლების ცივი ომის დამსახურებაა. საბჭოთა კავშირ-ამერიკის­ სამხედრო შეჯიბრება კოსმ­ოსში ძვირად ღირებულ ექსპერიმენტებს, კვლევებსა და შემდგომ განვითარებას ითხოვდა. ამერიკელებსა და რუსებს თავიანთი კოსმოსური სადგურები ჰქონდათ, ამ ქვეყნების პილოტირებული მისიებიც მათივე კოსმოსურ სადგურებზე მუშაობდნენ და საკუთარ ხომა­ლდებს - "სფეის შათლისა" და "სოიუზს" გზავნიდნენ. კვლევები მიმდინარეობდა კოსმოსურ სადგურებზე "სალუტი", "მირი" (საბჭო­თა­ კავშირი) და "სქაილები" (აშშ). მაშინდელი კოსმოსური სადგურებიდან ყველაზე გამძლე "მირი" აღმოჩნდა - 15 წელი იმუშავა, თუმცა მერე დრო მოჭამა...

1990-იან წლებში, პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების­ გამო, საბ­ჭოთა­ კოსმონავტიკაც დაშლის პირას აღმო­ჩნდა.­ ამერიკისა და რუსეთის­ მაში­ნდე­ლ­ მეთაურ­ებს, რეიგანსა და გორბაჩ­ოვს ეკუთ­ვნით დღევანდელი კოსმოსური სადგურის დაფუძნებისა და გაერთიანების იდეა, თუმცა ამას წინ უსწრებდა 1975 წელს რუსულ-ამერიკული პროგრამა­ "სოიუზ-აპოლო", როცა კოსმოსში­ პილოტ­ი­რებული კოსმოსური ხომალდები - "სოი­უზი" და "აპოლო" შეერთდა. თანა­მშრომლობა­ რუსული­ "მირის" ფარგ­ლებშიც გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების ნების გარეშე კოსმოსური პროგრამ­ების დაფინანსება და განხორციელება შეუძლებ­ე­ლია. ამერიკის კონგრესში დღევანდელი­ კოსმოსური სადგურის დაფ­უძნების იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა­ და კენჭისყრი­სას მხოლოდ ერთი ხმით აჯობეს მომხრეებმა.

1998 წლის 20 ნოემბერს რუსების რაკეტა "პროტონმა" თანამედროვე კოსმოსური სადგურის პირვ­ელი მოდული "ზარია" განათავსა დედ­ამიწის დაბალ ორბიტაზე, რასაც რამდენიმე თვეში მიჰყვა ამერიკული "იუნითი"; 2000 წელს მათ მესამე მოდული "ზვეზდა" მიემატა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო­ პილოტირებული მისიებიც კოსმოსურ სადგურზე. მოგვიანებით პროექტში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს, იაპონიისა და კანადის სახით. დღეს კოსმოსური სადგური ერთადერთი ადგილია კოსმოსში, სადაც მუდამ იმყოფება ადამიანი.

პამპერსი ასტრონავტებისთვის კოსმოსური კვლევები პროექტში მონაწილე ქვეყნების­ ბიუჯეტიდან, ანუ მოსახ­ლეობის გადასახადებიდან ფინანსდება. დღეს ის ფინანსები, რაც კი ადამიანს ოდესმე­ კოსმოსური მეცნიერების განვითარების საქმეში ჩაუდვია, ექვსმაგად არის ამოღებული. იგულისხმება ჩვენი ცხოვრების დონე, მედიცინისა თუ მეცნიერების ახალ-ახალი მიღწევები, ტექნოლოგიები. ამის მარტივი მაგალითია პამპერსი, რომელიც თავის დროზე კოსმონავტებ­ისთვის გამოიგონეს. ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა, გვარად პამპერსმა, შეისყიდა წარმოების უფლება და ასტრონავტებისთვის­ გამოგონილი სიახლე დედამიწაზე ჩვილის მოვლისთვის დანერგა.­ ასევე ჭურჭელი, რომელიც ტეფლონით არის დაფარული და კერძის მომზადებას აადვილებს (არ მიიწვავს,­ ზეთი არ სჭირდება), კოსმონავტებისთვის იყო შექმნილი. ლაზერის მეტრმ­ზომები, რომლებიც დამონტაჟებულია ავტობანებზე და ქვეყნების ბიუჯეტში მილია­რდობით ფული შეაქვს, პირველად კოსმოსური პროექტებისთვის შეიქმნა. ლაზერის მეტრმზომების გარეშე დღეს მშენებლობები წარმოუდგენელია...

წავალთ მარსზე 2023-ში?


მარსს ატმოსფერო აკრავს, მაგრამ იქ ადამიანის არსებობისთვის ბუნებრივი პირობები არ არის. დედამიწის ატმოსფერო­ უფრო მკვრ­ივია და მასში აირები სრულიად სხვა შემადგ­ე­ნლობითაა­. გარდა ამისა, მარსის ატმოსფე­როში წნევა ისეთი დაბალია, ლამის ვაკუ­უმს უტოლდება, რადიაცია კი რამდენიმე ასეულით მეტია, ვიდრე დედამიწაზე. დედამიწელებისთვის მარსის ზედაპირზე გავლა კოსმოსური სკაფანდრის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მარსზე­ ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მარსის მიწისქვეშა კატა­კომბებში უნდა განთავსდეს. არსებობს სხვა, ნაკლებად რეალური ალტერნატივაც ხელოვნური მაგნიტური ველის სიმულირების სახით.

ასე რომ, ჩვენი პლანეტა უნიკალური და კომფორტული ადგილია, რასაც განსაკუ­თრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე. დიდი ასტეროიდის ჩამოვარდნას, სუპერვულკანის ამოფრქვევას, კლიმატის გლობალურ ცვლილებებს შეუძლია ბოლო მოუღოს ცივილიზაციას. არის სხვა სახის საშიშროებებიც, მათ შორის - ჭარბი მოსახლეობა, რომელიც ყოველწლიურად ათეულობით­ მილიონით იზრდება... დღეს კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ახალი ტერიტორიების ათვისება და ამიტომ გეზი კოსმოსისკენ უნდა ავიღოთ. ცნობილი ბრიტანელი­ მეცნიერი სტივენ ჰოკინგიც­ არაერთგზის აცხადებდა, რომ ადამიანმა უახლოეს 30 წელიწადში უნდა დაიწყოს დედამიწის განტვირთვა, რაც სხვა კოსმოსური ობიექტების, მათ შორის - მარსის ათვისებას გულისხმობს.

ვნახოთ, ვინ იქნება პირველი და 21-ე საუკუნეში ვინ დადგამს პირვ­ელად ფეხს სხვა ციურ სხეულებზე. წამყვანი კოსმოსური­ ორგანიზაციების გარდა, ამ პროგრამებზე კერძო ორგანიზაციებიც მუშაობენ. ილონ მასკი 2023 წელს მარსზე ადამიანების გამგზავრებას გეგმავს, თუმცა ჯერ მარსის რაკეტაც არ არის მზად.

მარსზე გასაფრენმა რაკეტამ სულ სხვა სიჩქარე უნდა განავითაროს, რომ მარსის ორბიტაზე გავიდეს, ანუ ეს იქნება უპრეცედენტოდ მძიმეწონიანი რაკეტა, შესაბამისად, უზარმაზარი ბიუჯეტით (დღეს მარსზე 1კგ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ანგარიშობენ დაახლოებით 150.000 ევროს). ყველაზე მძიმე­ რაკეტა, რაც კი დღემდე შექმნილა, "სატურნი-5" იყო, რომლითაც მთვარეზე ამერიკული "აპოლოს" მისიები იგზავნებოდა­.­ დაველოდოთ 21-ე საუკუნის პირველ ადამიანებს, რომლებიც ფეხს დაადგამენ მთვარესა და მარსზე. იხილეთ სრულად

გიორგი
01 მაისი 2019 16:38
მე ჩემს სამშობლოშიც კარგად ვგრძნობ თავს, მარა საქმე ისაა, რომ გარბაჩოვისნაირმა თაღლითებმა უამრავი ახალგაზრდას სიცოცხლე წაართვა.
პოლიტიკოსის ვალია (თუ მართლა პოლიტიკოსია) ისე მოახდინოს ქვეყანაში გარდაქმნა, რომ ხალხს აარიდოს ის უბედურობები, რაც ჩვენმა საქართველომა და მრავალმა სხვა რესპუბლიკამ განიცადა.
გარბაჩოვი შულერი და უნიჭო მსახიობი იყო, ჩვენ კი ნუ მიწყენეთ გულუბრიყვო მაყურებელი, რომელიც რაღაცა სიახლესა და კარგს მოველოდით იმ აფერისტსა და გაიძვერა ადამიანისგან.
პატივცემულო გიორგი:
25 აპრილი 2019 17:33
მიბრძანდით გორბაჩოვის სამშობლოში!
გიორგი
24 აპრილი 2019 15:18
გორბაჩოვი-სამშობლოს გამყიდველი და მრავალი უბედურების მომტანი ადამიანია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები