"ნაუტილუსი" ხარახურისგან - კვირის პალიტრა

"ნაუტილუსი" ხარახურისგან

პეკინის გარეუბნის მცხოვრებმა, ტაო სია ლიმ ოცნება აისრულა და საკუთარი ხელით ააგო წყალქვეშა ნავი. მასალად ლითონის კასრები და ბაზრობებზე შეძენილი ხარახურა გამოიყენა. არადა ნავი "ნამდვილია": აქვს ელექტროძრავა, პერისკოპი და სხვა ხელსაწყოები. ტაოს "ნაუტილუსის"  ასაგებად 2 წელი და 4.400 დოლარი დასჭირდა. მან უკვე წარმატებით გამოცადა თავისი სუბმარინა ახლომდებარე ტბაში, თუმცა შედეგებზე ჯერჯერობით კრინტს არ ძრავს.